ფორმულასთან საუბრისას ბუღაძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურია და გათავისუფლებას “სადამსჯელო ღონისძიებად” მიიჩნევს.
“ძალიან ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში, თან ველაპარაკები ხელოვნებაზე და კულტურის პროცესებზე, ვფიქრობ, ჩემი ასეთი კონტრაქტის შეწყვეტა და არგაგრძელება ასე ჩუმად მოხდა იმიტომ, რომ მე არ ვარ ქოცი. არანაირად არ ვარ ქოცი, პირიქით, შინაგანად ვეწინააღმდეგები მათ დამანგრეველ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე, პატარა სადამსჯელო [ღონისძიება] ჩაატარეს, მაგრამ ჩაატარეს ძალიან რბილად და დიპლომატიურად – არ გაგრძელდა კონტრაქტი, ბუნებრივია, კონტრაქტი თუ არაა ნიშანს ვერ დაწერ, გამოცდას ვერ ჩაატარებ. მივხვდი, რომ მათ უნდათ ჩემი განდევნა. კი ბატონო, წავალ, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტიც მინახავს, ყოფილი მინისტრიც, მაგრამ ყოფილი მხატვარი არ მინახავს. მე არ დავკარგავ ჩემს ადგილს და მდგომარეობას, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობა მენანება. თუ ასეა საქმე და პოლიტიკური ნიშნით ხდება მოწვეული სპეციალისტების გაშვება უნივერსიტეტიდან, მაშინ ძალიან მძიმედ ყოფილა უნივერსიტეტის საქმე.. .ორი სივრცეა ჩემ მიერ გაფორმებული – ჯავახიშვილის დარბაზი და მუზეუმის გუმბათი. თუ ასეთ ადამიანთან არ გჭირდება ურთიერთობა იმიტომ, რომ ქოცი არ არის და დიდ ქოციანობაში მოყვა, მაშინ ცუდად ყოფილა ამ უნივერსიტეტის საქმე“- აცხადებს ბუღაძე.