გარდაიცვალა ცნობილი ოზურგეთელი კოლორიტი, უნიჭიერესი არქიტექტორი ხახუტა თოთიბაძე.
„უსაზღვროდ მეწყინა…ეს რა გავიგე.. კაცი, რომელიც საკუთარ ფეხსაცმელს გაიხდიდა, რომ მეგობარს შეშველებოდა და თვითონ ფეხშიშველი ივლიდა…ერთად ვშრომობდთ, ვმეგობრობდით, სიახლეებს ვსწავლობდით, ვმღეროდით… ვიცოდით ძმობა და სიყვარული…ის ყველაფერში სამაგალითო იყო! ნათელი დაუმკვიდრე, ღმერთო…ძალიან ცუდი ამბავი გავიგეთ! ყველა ოზურგეთელისთვის ტკივილი და დანაკლისია მის წასვლა…“ – ამბობს ოზურგეთელი მეგობრების სახელით ავთო ბერიშვილი.