“ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა “მშვიდობაც” აღიზიანებთ” – მდინარაძე

“ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა “მშვიდობაც” აღიზიანებთ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში საუბრობს და ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას, რომლებიც თბილისის მერიის საახალწლო სგლოგანს, “მშვიდობის ქალაქს” აპროტესტებენ.

“რამდენიმე მიმართულებით იბრძვიან. ერთი, ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა – მშვიდობაც აღიზიანებთ. სლოგანიც აღიზიანებთ, იმის ფონზე, რომ უკრაინის დედაქალაქში კლიჩკო გამოდის და ამბობს, პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს, მათ გრინჩული მიდგომები აქვთ… უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ ახალი წელი. ნაძვის ხე არ განათდეს. შავი ლენტებით და შავი ძაძებით იყოს შემოსილი ეს ქალაქი და ეს ქვეყანა. მშვიდობა აღიზიანებთ. ეს ერთი მიმართულებაა მათი სპეცოპერაციის.

სოციალურ ქსელში არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიღებს ფოტოს წარწერით – მშვიდობის ქალაქი და ამბობენ, ეს დამაწვევინაო, რა უბედურება არისო. მშვიდობა არის, ახლა მთავარი საზრუნავი, ცივილიზებული სამყაროში. ის რაც თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროს, უკრაინელებისთვის და კიეველებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი და სანატრელი ამბავია. ის, რაც გვაქვს და დღესაც გარკვეული რისკის წინაშე ვდგავართ, ხომ ხედავთ, ადამიანი გამოდის და პირდაპირ ომისკენ მოგვიწოდებს პრაქტიკულად. ამისი ხაზგასმა და დაფიქსირება, რატომ არის სასპეკულაციო თემა. მთავარი სლოგანი და მთავარი მიზანი, რატომ არის დარტყმის ობიექტი, თუ ეს არ აღიზიანებს, ამ ხალხს? ვინც ომის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, მშვიდობა აღიზიანებს,’’ – თქვა მდინარაძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share