ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავისი წარმომადგენელი დანიშნა. ეს არის ჰასან იბრაგიმოვი, რომელიც ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმის, “ახმატის” მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაურს უკრაინის უშიშროების სამსახური მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებს.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა. რამდენიმე ხნის წინ კადიროვმა სეპარატისტულ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც” დანიშნა თავისი წარმომადგენელი. მისი რჩეული გახდა როსტოველი ბიზნესმენი რამზან მუდაროვი.