“ანტიკორუფციული მოძრაობა” ითხოვს გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უჯდება საქართველოს ელექტრო ენერგიის შეძენა. ორგანიზაცია ბაზრის ოპერატორ “ესკოს” დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
მათი თქმით, ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოსთვის ელექტრო ენერგიის შეძენა ხდება, პასუხს გასცემს კითხვებს – ვინ იღებს სარგებელს ტარიფების გაზრდის ხარჯზე “შავი ფულის” სახით და რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაორმაგებული გადასახადი.
ორგანიზაციის წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც შუამავალი კომპანიები არიან ჩართულები. მისი თქმით, ე.წ. შავი ფული სწორედ იქ ილექება.