დღეს რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, სადაც საუბარი იქნება მესამე პრეზიდენტის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
“მიშას სექტორთან” ერთად, დოკუმენტს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, ევრო-ომბუდსმენს და უკრაინის სახალხო დამცველს გაუგზავნის.
ორგანიზატორები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.