პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში არ არის, პრობლემა არის თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე ენმ პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებს არ გადაჭრის, მას საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის უარს ეტყვის.
„სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, რომელიც ძალადობას, დეზინფორმაციას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს ეფუძნება, სანამ ეს ორგანიზაცია ამ ყველაფერს არ მოიცილებს, მანამდე მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, მანამდე მას ყოველთვის საქართველოს მოსახლეობა უარს ეტყვის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
resonancedaily.com