„იყო მსმელი და პათოლოგი, საგიჟეთშიც ჰყავდათ 10 დღე… ეჩხუბებოდა მთელ სოფელს” – რას ჰყვება გუშინ აჭარაში მამამთილის მიერ მოკლული ქალის დეიდა?

აჭარაში სოფელ სალიაურში მოკლული ქალის დეიდა “მთავარ არხთან” ჰყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ოჯახის წევრებსა და მეზობლებთან კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდა. მისი ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაც არა ერთხელ იმყოფებოდა, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

“იყო ძალიან მსმელი და პათოლოგი. ეჩხუბებოდა მთელ სოფელს, ოჯახის წევრებს ყველას. სახლში შემოვიდა გუშინ ეზოდან, შემოვიდა სამზარეულოში… საგიჟეთშიც ჰყავდათ 10 დღე, სულ პოლიცია ამოდიოდა, სულ მეზობლებს აგინებდა, სულ ვეხვეწებოდი, მაგ არანორმალურს მოაშორეთ ეს თოფი”, – თქვა ეთერ ბურჭულაძემ.

მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. რძლის მკვლელობაში ბრალდებული მამამთილი, 63 წლის კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კონფლიქტის დროს მან ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ოფიციალურად ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share