“სასამართლო მზადაა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვისთვის…იმედია…სააკაშვილს დღესაც არ დამალავენ”-ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სასამართლო მზადაა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სხდომაზე დისტანციურად ჩართოს. მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

მან ისაუბრა შუამდგომლობებზეც, რასაც დღეს დააყენებენ:

“მეორე რასაც დავაყენებთ, ვითხოვთ ვიდეო მასალის გამოთხოვას, რომელიც დაპატიმრებიდან დღემდე არის გადაღებული სააკაშვილის როგორც დერეფნებში ყოფნის, ისე საკანში ყოფნის ისე პალატაში ყოფნის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას რაღაც უაზრო სპეკულაციებს.

ამ ვიდეო მასალის გამოთხოვას ვითხოვთ უკვე 6 თვეა, არ გვეძლევა შესაძლებლობა, ახლა მოსამართლის წინაშე დავაყენებთ ამ შუამდგომლობას”, – შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვეს მასალა, რაზეც დემონსტრაციულად სამინისტრო უარს ეუბნებათ, ასევე პენიტენციური სამსახურიდან თვეებია უარს იღებენ მასალის მიღებაზე, მაგალითად რა მიმოწერას აწარმოებდა უწყება სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობებსაც დაცვის მხარე დღეს პროცესზე გააჟღერებს.

 

“სასამართლო მზად არის, მომზადებულია მონიტორები, ყველაფერი, ელოდებიან პენიტენციურს. ერთი სიტყვით, სასამართლოდან მზაობა არის და პენიტენციური და იუსტიციის სამინისტრო ვნახოთ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, სასამართლო შესაძლოა ნაწილობრივ დაიხუროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share