თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რომელიც მან დღეს, 14 დეკემბერს ქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თბილისში მცხოვრებ ბავშვებს, შესაძლებლობა ექნებათ, თოვლის ბაბუას შეხვდნენ.
„თოვლის ბაბუა მოდის, გზაშია, ის თბილისში 23-ში იქნება და ყველას შეეძლება მისი მონახულება, განსაკუთრებით კი ვიცი რომ პატარები ელოდებიან და მინდა მივამართო მშობლებს, რომ წამოიყვანოთ შვილები და 9 აპრილის ბაღში განთავსებულ სახლში, მოინახულონ თოვლის ბაბუა“, – განაცხადა კალაძემ.