“გამოაქვეყნებენ ახლა, როგორ ჭამს მიშა „ქაღალდებს“… კიდევ ერთხელ აიგდებენ მასხარად, მარტო ჰალსტუხებს კი არ ჭამს, ფურცლებსაც..”

ჟურნალისტი, მაიკო ლომიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს მიმართავს და იხსენებს, რა იკითხა ე.წ. სამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

“მართლა ქაღალდებს ჭამს მიშა? – იკითხა დღეს სამთავრობო არხის ჟურნალისტმა.

რამდენჯერმე გამახსენდა უკვე, მერე იუსტიციის მინისტრის გუშინდელ მუქარას დავუკავშირე, მიშას ახალ კადრებს გავუვრცელებთო და, მგონი, მივხვდი.
კონფიდენციალურ წერილს შეჭამდა.
ამას აკეთებს ყველა პოლიტპატიმარი.
ეჭვი მაქვს, ნიკა გვარამიაც აკეთებს ამას.
ჰოდა, გამოაქვეყნებენ ახლა, როგორ ჭამს მიშა „ქაღალდებს“. ამით ორ კურდღელს დაიჭერენ. პირველი – კიდევ ერთხელ აიგდებენ მასხარად, მარტო ჰალსტუხებს კი არ ჭამს, ფურცლებსაც. კიდევ ერთ ექსტაზს განიცდის მათი პატრონი. განა ჯერ არ უნახავს, ამ ჩანაწერებით ცხოვრობს და ტკბება წელიწადზე მეტია ყოველდღე, მაგრამ მარტო ვეღარ უძლებს ამ სიხარულს, უნდა გაგვიზიაროს. ერთი ლურსმანი აკლია კუბოს!
და მეორე – ამით ახსნიან მძიმე მეტალებს მის ორგანიზმში.
და სანამ ჩვენ თითო კვირა ვიმუშავებთ თემაზე, შეიცავს თუ არა მელანი დარიშხანსა და ვერცხლსწყალს, მიშა საინტუბაციო გახდება და მხოლოდ ამის შემდეგ პირში და ცხვირში მილებგაყრილს გაუშვებენ, რომ აქ არ მოუკვდეთ. საუკეთესო უცხოურ კლინიკაში უნდა მოკვდეს!
ბიძინა ივანიშვილო, შე ვირეშმაკა, წერა-კითხვის უცოდინარო ფულის ტომარავ,
ბოროტო, სასტიკო, უღმერთო კაცო,
რაც უფრო დიდხანს მოგვექცევი შენი ყურმოკრული სკოტნი დვორის პირუტყვებივით (მაგის წამკითხველი შენ არ იყავი), მით მეტი შანსი გაქვს, ეს დავიჯეროთ და ერთხელაც მართლა ასე მოგექცეთ.
შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო.
შენ გამოქვაბულის კაცი ხარ.
ძველებურად ვეღარ იქნება. შენთან არავინ მოვა ვარდებით ხელში”, – წერს მაიკო ლომიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share