„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირ ეთერში “ტელეიმედის” ოპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი, დათო გორგილაძე ეხმაურება.
“თქვენ (და საკუთარ თავს) არ ვაკადრებ იმის ახსნას, რა მასშტაბის სიმდაბლეა კოლეგას ჯერ ხელი ჰკრა, მერე აგინო და ტირილამდე მიიყვანო.
რა მნიშვნელობა აქვს კამერების წინ მოხდება ეს თუ კამერებისგან ფარულად.
სხვა რამ უფრო მადარდებს:
რა დროს, რა მომენტში, რა ვითარებაში… ისტორიის რომელ მონაკვეთში დავჩაჩანაკდით ისე, რომ წამლად არ მოიძებნა თუნდაც ერთი სულიერი, ვინც ამ გოგოს გამოექომაგებოდა.
ფიზიკურ შველას კი არ ვგულისხმობ,
შორს ვარ მაგისგან.
[შეიძლება ვცდები და კადრებში არ ჩანდა მხარდაჭერა? თუ ასეა, პირველს მე გამიხარდება]”, – წერს მწერალი