მინდა მივმართო იმ კაცმაცუნებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩემი ძმა სიმულანტობს – სააკაშვილის ოჯახის პირველი რეაქცია

პატიმარი სააკაშვილი არის ტყვე, წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი – ამის შსახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი დღე ცინიზმის მწვერვალი და  საზოგადოების დაცინვა იყო.

მაშინ როდესაც ჩვენ, საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს ველოდებოდით სასამართლო პროცესს, მაშინ როდესაც ელემენტარულად ჩემს ძმას უნდა მისცემოდა საშუალება ვიზუალურად დანახვოდა საზოგადოებას, რითაც გაუქარწყლებდა ყველას იმ ნარატივის, რომელიც მუსირევს ხელისუფლებისგან, რომ ეს ყველაფერი არის სიმულაცია, მოჩვენებითი. რეალურად მიშა არის ცუდად. რეალურად დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ტყვე, გადამალული საზოგადოებისგან, რათა არ დაინახოს ხალხმა, რომ რეალურად ის არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. კონსტიტუციით, არაადამიანური მოპყრობა, დამცირება არის დასჯადი. შესაბამისად, ის ქმედება, რომელიც ტარდება მის მიმართ ამაზე დარწმუნებული ვარ ისტორია გასცემს საკადრის პასუხს, სახელმწიფო და საზოგადოებაც.

მინდა მივმართო იმ კაცმაცუნებს, კაცის კაცებს, არ ჩამითვალოთ ეს წყევლად, ვისგანაც გვესმის რომ მიშა სიმულანტობს, რომ ყველაფერი ტყუილია, ისე იყავით თქვენ კარგად და ჯანმრთელად, როგორც არის დღეს მიშა, ისე იხარეთ თქვენ “- განაცხადა დავით სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share