შელახა თუ არა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ღირსება – თალაკვაძე პასუხის გაცემას თავს არიდებს

შეილახა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ღირსება, როდესაც ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის კადრები გაავრცელა? – “ქართული ოცნების” ლიდერი, არჩილ თალაკვაძე “ტვ პირველის” კითხვას არ პასუხობს.

პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე აცხადებს, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან:

ამ ინფორმაციით გამოჩნდა, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება. თუ ეს სამედიცინო მომსახურება არ მოსწონს, რომ არის სრული მზადყოფნა, რომ მოიწვიოთ ის ექიმები, რომლებსაც ენდობა და დაუჯერებს.

თუ, რა თქმა უნდა, რეალური მიზანი და სურვილია მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მეგობრებმაც, პოლიტიკურმა თანამებრძოლებმაც მას ამისკენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ტვ პირველის” ჟურნალისტმა თალაკვაძეს კითხა ისიც, “არის თუ არა სააკაშვილი კარგად”, რაზეც დეპუტატმა საუბარი არ ისურვა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა.

რატი ბრეგაძის უწყების მტკიცებით, დამონტაჟებული ვიდეო “ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას”.

იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ რატი ბრეგაძის წუყებამ კონსტიტიციის მეთვრამეტე მუხლის მესამე ნაწილი დაარღვია. მთავარ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, თუ ამ ადამიანის თანხმობა არ არსებობს, კანონდარღვევაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share