პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ეხმაურება და წერს, რომ ამ კანონდარღვევით გამოქვეყნებული კადრებით დადასტურდა მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს ჰყავს რუსული -პუტინის სპეცსამსახურების მოსამსახურე ხელისუფლება.
„რა მოხდა ამ კადრების გამოქვეყნებით?!
ვნახეთ რუსეთის მიერ მოწამლული და ნაწამები მესამე პრეზიდენტი, ზუსტად იმ რეაქციებით რაც მოჰყვება ინტოქსიკაციას, როცა უცხოელი ცნობილი ექსპერტების მიერ დადასტურებული დოკუმენტით სააკაშვილის ორგანიზმში არის დარიშხანი და მძიმე მეტალები, კიდევ რა ვნახეთ?! რა და, მსოფლიომ იხილა და ამ კანონდარღვევით გამოქვეყნებული კადრებით დადასტურდა მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს ჰყავს რუსული – პუტინის სპეცსამსახურების მოსამსახურე ხელისუფლება და ბოლოს მოხდა ის, რომ ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ (მოსწონთ არ მოსწონთ მიშა) ყველა უკლებლივ ემხრობა სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში და ყველას უკიდურესად სამარცხვინოდ და საშიშად მიაჩნია მომხდარი, საშიშად თვლის მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს (კადრების გასაჯაროვებას) ყველა თანხმდება, რომ მისი – პრეზიდენტის ამ მდგომარეობამდე მიყვანა და მისი სიკვდილი საქართველოს, სირცხვილი უდიდესი ლაქა-მარცხი იქნება! ამაზე ყველა ვთანხმდებით, ნუ მანიაკებს ან მანიაკების ზოგიერთ მსახურს, “სპეცეზოთერიკს” და “მკითხავად მოვლენილ უშიშროების ექსტრასენსს”, ჯალათეა წულუკიანის ” და მის ” კლავიატურის ფისოს-“უვაჟკაცეს მჭერმეტყველ მევიღლეს”, სახლიდან გამოუსვლელად რომ “აკუკებს”თურმე სამყაროს ,განაწყენებული -მულტფილმის გმირივით , როგორც რომ “ჯეელი საქმის ქმნელი” ამა სოფლისა , ხო ამ “საცოდაობას” არ ვგულისხმობ ცხადია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებზე ვსაუბრობ, უბრალოდ კეთილშობილ ადამიანებზე, მოკლედ ეს სიკეთე მაინც მოხდა ამ უბედურებაში, აი რა: ადამიანები ვთანხმდებით , რომ მიშა უნდა გადაიყვანონ, რომ გადარჩეს!
და ბოლოს :
მე მიყვარს ზოგადად ადამიანი და არა მხეცი მასში! გაუმარჯოს ადამიანს , რადგან ღმერთმა თავის მსგავსი შექმნა და მხეცებს ნუ დავემსგავსებით!“ – წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროა.