მახარაძის თქმით, საუბარია “გოგოსთან პირად და ინტიმურ მიმოწერაზე”. ის მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის, “შეცდომების და არასწორი საქციელების გამო”. სოწრედ ამით ხსნის მახარაძე იმას, რომ პოლიტიკისგან დისტანცირდა.
“მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს… სიტუაცია სინამდვილეში არის ასეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც – ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ…
ამიტომ საჭირო იყო რომ მე გავწეულიყავი – ჩემი შეცდომების და არასწორი საქციელების გამო, და ჩემი პირადი თვისებების გამო, მე ვერ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა, ამ პოლიტიკური პოზიციისთვის და საქმისთვის ყოფილიყო ლიდერი და სახე. ბოდიშს გიხდით, რომ მე ვერ აღმოვჩნდი იმ თვისებების მატარებელი, რომელიც ლიდერისთვის და ამ საქმისთვის იყო საჭირო. პოლიტიკური ფასიც გადავიხადე, რადგან პოლიტიკაში აღარ ვარ”, – ამბობს ზურაბ მახარაძე.