ორთოპედმა თქვა, რომ მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.

როგორც ის ამბობს, თუ მის შვილს აღნიშნული ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, თანახმა არ იქნება, რომ ქირურგიული ჩარევა “ვივა მედში” ჩაუტარდეს.

“ხელს უკვე თვეზე მეტია ვეღარ ამოძრავებს, ეს მარცხენა ხელია. იყო ორთოპედი, რომელმაც თქვა, რომ განვითარდება ეს ყველაფერი და სასწრაფოდ არის საოპერაციო, ხელზე აქვს გამოსაცვლელი ძვალი. ეს ყველაფერი თქვა ამ ადამიანმა და როგორც ჩანს, მივყვებით ამ გზას.

მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია. არავითარ შემთხვევაში!”- ამბობს გიული ალასანია.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, რასაც თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები.

ვივა მედში, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. ექიმებმა  უნდა  დაადინონ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხვა დაავადებებთან ერთად, ძვლის ტუბერკულოზიც და რა არის  სიცხის მიზეზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share