„რატომ დავუწესეთ სანქციები ჯიმ ქერის? რუსეთში მისი მონაწილეობით ყველა ფილმი უნდა გაუქმდეს?“ – თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი რუსეთის მიერ ჯიმ ქერისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორია, როდესაც სანქციებს მსახიობებს უწესებენ. როგორც კანდელაკი წერს, უმჯობესია სანქციები საელჩოებს და იმ ადამიანებს დაუწესდეს, ვინც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

„მე პირადად მეწყინა, როგორც 90-იანი წლების ფილმებზე გაზრდილი ადამიანი. რატომ დავუწესეთ სანქციები ჯიმ ქერის? რა არის ჯიმ ქერის წინააღმდეგ სანქციების მიზანი? რა თქმა უნდა, ახლა თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადმომიგდოთ მისი ანტირუსული განცხადებები ან მსგავსი რამ. მაგრამ მეჩვენება, რომ უმეტესობისთვის, ვინც 90-იან წლებში გაიზარდა, ქერი, სადღაც ქვეცნობიერში, უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.

და ეს სანქციები მსახიობის მიმართ უცნაურად გამოიყურება, თითქოს ცოტა სასაცილო, კომედიური. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი სტილია.

სერიოზულად ხომ არავინ ფიქრობს, რომ მსახიობი რუსეთში შემოქმედებითი საღამოებით აპირებს ჩამოსვლას.
მაშინ რატომ ვაწესებთ სანქციებს კომიკოსზე? და რა არის შემდეგი ნაბიჯი? რუსეთში მისი მონაწილეობით ყველა ფილმი უნდა გაუქმდეს?

იქნებ, სჯობდეს ამერიკელების, ინგლისელების, უკრაინელების ქონება დავაყადაღოთ რუსეთში, როგორც ამას ისინი აკეთებენ. იქნებ ამას უფრო მეტი აზრი ჰქონდეს?“ – წერს კანდელაკი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share