სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 3,6%-ით გაიზარდა

2022 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.6 პროცენტიანი ზრდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2022 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითიმრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.14 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (2.9 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.04 პროცენტი), რამაც 0.03 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.4 პროცენტი). ამავე დროს, ფასების 2.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებულიჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პროცენტულიპუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამშემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 17.8პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფშიაღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-25.7 პროცენტი);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაცმთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდაშემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.3 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებებიდა ქიმიური პროდუქტები (22.9 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13.5პროცენტი);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 5.3პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.49 პროცენტული პუნქტით იქონიაგავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:ფასები შემცირდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით იქონიაგავლენა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share