პიროტექნიკის იმპორტი 4,2-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 5,816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,370 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს პიროტექნიკა ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ.
ტოპ-5 ქვეყანა:
- ბულგარეთი – 2,256 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი – 1,841 მლნ აშშ დოლარი
- მონტენეგრო – 1,174 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი – 520.9 ათასი აშშ დოლარი
- გერმანია – 16.5 ათასი აშშ დოლარი