თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა
“ცრემლებით, დარდით, ტკივილით და მონატრებით გავიდა 5 წელი შენს მოგონებებში თემირლან.
მძიმე და ცრემლიანია ყოველი დღე.
ფერი იცვალა ყველაფერმა. მიდის დრო, მაგრამ არ მიაქვს ტკივილი და უფრო გვიმძაფრებს შენს მონატრებას.
არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა.
ჩვენი ოჯახის მხიარულება სევდამ და მწუხარებამ შეცვალა. ყოველი ჩვენი თავშეყრა შენზე მოგონებებით იწყება და მთავრდება. გვიჭირს შენზე წარსულში საუბარი, დაგეძებ მოგონებებში სიზმრებში, ამით ვივსებთ თითქოს უკმარისობას და გვინდა რომ ეს სიზმარი ცხადად ვაქციოთ.
გაუსაძლისად გვიჭირს უშენობა, არის ტკივილი, წამალი რომ ვერ აყუჩებს.
არის ჭრილობა მალამო რომ ვერ მოაშუშებს. არის ხსოვნა დღეები რომ ვერ გააფერმკრთალებს.
ეს შენ ხარ ჩემო საყვარელო,ჩვენო დიდო ტკივილო, თ ე მ ი რ ლ ა ნ.
ვლოცულობთ შენი ლამაზი სულისთვის.
უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები” | წერს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი
ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.