ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის უმოოკლესი გზა ომის დასასრულებლად.
„ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. მისივე თქმით, მაშინ შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას.
რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის უკრაინას.
„პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.