საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 10% ით იზრდება, ჯამში საჯარო მოხელეები, შტატგარეშე თანამშრომლები, სიპებსა და აიპებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 300 000 ადამიანს აღემატება, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ცდილობს, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების გულის მოგებას და ამით 2024 წლის არჩევნებისთვის ხმების მაქსიმალურ მობილიზებას.
2023 წლიდან ხელფასები გაეზრდებათ თბილისის მერიაში დასაქმებულებს, მომავალ წელს მათი ანაზღაურებისთვის კახა კალაძემ 9 მილიონი ლარი გამოყო, 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი მერიის პიარისთვის, თუმცა უცვლელია უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხა, ერთ ბენეფიციარზე 2023 წელსაც დედაქალაქის მერმა 1.70 თეთრი გაიმეტა.