“ტოტალური უკონტროლობა და საქართველოს სირცხვილი” – ნიკა ვაჩეიშვილი ლევილში არსებულ ვითარებაზე

ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ლევილში არსებულ უმძიმეს ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და მას ქვეყნის სირცხვილს უწოდებს. ენმ-ს წევრის თქმით, ის, რაც ლევილში ხდება, ტოტალური უკონტროლობაა.

ფაქტობრივად, სულისშემძვრელი სურათი არის. ტოტალური უპატრონობა. ეს არის ძალიან ღირებული მასალა, რომელიც ასე უპატორნოდ არის დამპალი და განადურებული, ფაქტობრივად. თვალი მოვკარი სულ იმ რამდენიმე წამში დავით კაკაბაძის ილუსტრაციებს, თვალი მოვკარი იმ ცნობილ საფრანგეთში გამოცემულ ქართველოლოგიურ ჟურნალს, რომელშიც მთელი საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი ასპარეზი იყო ქართული კულტურის ევროპაში პოპულაროზაციის. ეს ისეთი სახელებია, ისეთი რაღაცეებია, რომ საგანძურია, ფაქტობრივად. ნაგავში გადაყრილი საგანძურია და ეს არის სირცხვილი საქართველოსი. მე მრეცხვენია საქართველოს მთავრობის ნაცვლად. ეს არის ტოტალური უბედურება და არ ვიცი, ძალიან ძნელი შესაფასებელია. მე რომ ვიყო თეა წულუკიანის, ახლა ვიქნებოდი ლეველში, მაგრამ მათთვის სულერთია ქართული კულტურა, ეს არის საშინელება, იმიტომ, რომ ისინი ამდენი წელია ამბობენ, რომ ლეველში უდნა დაიწყონ სარესტავრაციო სამუშაოები. რა სარესტავრაციო სამუშოაები, ეს არის საგანძური, რომელიც სანაგვეზეა გადაყრილი. უნდა სრცხვენოდეს კულტურის სამინისტროს  კი არა მხოლოდ, მთლიანად საქართველოს მთავრობას და უნდა ვინმე ისჯებოდეს ასეთი საშნელებისთვის საქართელოს სახელმწიფოს და საქართველოს ეროვნული საგანძურის წინაშე რაც ჩაიდინეს, – ამბობს ვაჩეიშვილი.  

საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას „ქართული ოცნება“ ანადგურებს.  ფოტოები და ვიდეომასალა, რომელიც ლევილიდან ვრცელდება, საგანგაშოა. დანგრეულია შენობები, რაც გადარჩა, იქ წყალი ჩადის. ნადგურდება ისტრიული დოკუმენტები და ხელნაწერებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share