არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის წარსამართად

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო იყო და დარჩება ევროკავშირისა და ნატო-ს საიმედო პარტნიორი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის კონსოლიდაციას, გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნას, მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას და ეფექტურ ინსტიტუციებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის საარჩევნო მთლიანობის საკითხებზე შექმნილი ტრანსატლანტიკური კომისიის შეხვედრაზე – „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან მიერთება საქართველოს დემოკრატიული წარმატებების მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე სხვა მხარეებს, საკუთარი წილი პასუხმგებლობა ეკისრებათ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.

„ქართული ოცნების“ სახელით, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის წარსამართად. ამას მოწმობს ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილი კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის შესახებ, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მრავალ სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს ტოვებს, მათ შორის, დემოკრატიული განვითარებისა და საარჩევნო კოდექსის მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაზეც, რომელიც ეტაპობრივად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ უფრო გაზრდილი პროპორციული წარმომადგენლობის შექმნის შესაძლებლობას.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს საარჩევნო რეფორმაც გააცნო, რომელიც, მისივე შეფასებით, თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროგრესის ინდიკატორი იქნება. ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვიწვიეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები. მთავრობამ გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს ჩარტერული ფრენები საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, მკვეთრად გამოხატული გლობალიზაციის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე, მრავალ შიდა, თუ გარე აქტორს სურს სუსტი წერტილის მოძებნა და დემოკრატიული პროცესების შეფერხება არჩევნებში ბოროტად ჩარევის ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გზით.

„ეს არის დღევანდელი რეალობა, რომლის გაჩენის საფრთხის წინაშეც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება დგას, მათ შორის საქართველოშიც. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და ასევე „რბილი ძალის“ ტაქტიკა, რომლის მიზანია ქაოსის, განხეთქილების, დეზინტეგრაციის და უიმედობის დათესვა.ბოლო ათწლეულის მანძილზე, მსგავსი ტენდენციების მომსწრე გავხდით ევროპასა და სხვა ადგილებშიც. მხოლოდ სიფხიზლე აღარ კმარა. პასიურობისა და ფიქრის დრო აღარ არის, პირიქით, დადგა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო, რადგან მხოლოდ მტკიცე პოზიცია და მოქმედება თუ დააკმაყოფილებს ბოროტად განწყობილთა მზარდ მადას, რომელთა მიზანიც ჩვენი დემოკრატიული გზიდან გადაყვანაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ მუდმივად მზარდი გამოწვევების დროულად გადასაჭრელად, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების, მედიაწიგნიერებას და სხვა მიმართულებით. „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც გააჩნია პოზიტიური საარჩევნო დღის წესრიგი. ჩვენი პრიორიტეტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პროგრამით განპირობებული პოლიტიკური დებატებია. ხვალ ჩვენს მოქალაქეებს წარვუდგენთ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას ამბიციური, მაგრამ კონკრეტული და განხორციელებადი გეგმებით და ინიციატივებით ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ბიზნესის მხარდაჭერაში, განათლებაში, გარემოს დაცვაში, მმართველობაში, უსაფრთხოებაში და სხვა სფეროებში“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 67
    სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უკეთესი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში ექნებათ- აშშ-ის ელჩი ეუთოშისამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. ეს განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. “2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო…
    Tags: და, საქართველოს
  • 60
    პარტიები პომპეოს: აშშ-მ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა განათავსოსოპოზიციური პარტიები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსადმი მიმართვას ავრცელებენ. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად: "აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს…
    Tags: და, დემოკრატიული, საქართველოს
  • 60
    IRI: არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტებისაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა", -…
    Tags: და, საარჩევნო