ვინ არის ლუკა ჩიქოვანი- ქართველი მსახიობის წარმატების გზა იტალიასა და ამერიკაში

26 წლის ქართველი მსახიობი, ლუკა ჩქოვანი, კანის კინოფესტივალის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე გამოჩნდა.

ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო.

მისი სამსახიობო დებიუტი, ორი წლის წინ, ალიჩე რორვახერის ფილმში Lazzaro felice-ით შედგა.

როგორც ის „ევროპათაიმს“ უყვება, რეჟისორმა სრულიად შემთხვევით, MTV-ის ეთერში ნახა, აგენტების საშუალებით მოძებნა და ფილმში მთავარი როლი შესთავზა.

ვენეციის ბიენალეზე მსახიობი მოკლემეტრაჟიანი ფილმის Revenge Room-ის პრემიერით გამოჩნდა, რომელიც როგორც თავად ამბობს, ახალგზარდებისთვის აქტუალურ თემაზეა გადაღებული.

“ფილმი Revenge Room საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია და განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება. ბოლო დროს, ინტერნეტში, არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში, ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს, ირთვება 15 წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს.”

ახალგაზრდა ქართველი, ჟურნალმა ELLE-მ ფესტივალის ყველაზე ლამაზ მონაწილეთა შორის დაასახელა, რაც მსახიობის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო.

„ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მივიღო შეფასებები, როგორც მსახიობმა და არა როგორც ლამაზმა ახალგაზრდამ, მაგრამ არ დავმალავ, გამიხარდა. წითელ ხალიჩაზე გავლის შემდეგ, ყველას ეშინოდა კრიტიკის და ასეთი შეფასებების მოსმენა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, გეტყვით რომ ასე ჩაცმული, როგორც კინოფესტივალზე ვიყავი, ხშირად არ დავდივარ. ჩემს გარდერობში ძირითადად ვინტაჟური, ან მეორეული ტანსაცმლის მაღაზიების სამოსია. ამჯერად, ჩემს ჩაცმულობაზე კარლო პინიატელიმ იზრუნა და ბედნიერი ვარ რომ პრესისა და ELLE-ს სიმპათია დავიმსახურე“.

მსახიობს ხშირად აქვს საკუთარი ქვეყნის ნოსტალგია და ამბობს, რომ როცა საქართველოში ბრუნდება, ყოველ ჯერზე ყველაფერი უფრო ახლობელი, ბუნებრივი და ძლიერი ხდება, იქნება ეს მეგობრობა, სიყვარული თუ სხვა რამ. ყოველ ჯერზე უფრო მძლავრად გრძნობს, რომ ამ მიწას ეკუთვნის.

“ბევრი მიმოგზაურია, გავეცანი ბევრ კულტურას და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველები, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ გარკვეულ ტრადიციებსა და ელეგანტურობას, იმის ფონზე როცა გლობალიზაცია “ანადგურებს” ქვეყნებს და ერთმანეთის მსგავსს ხდის“.

იქნება თუ არა მისი რჩეული ქართველი, ლუკას პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა არც გამორიცხავს.

“მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები და ის ელეგანტურობა, რომლის მატარებლებიც არიან ქართველი ქალები. მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ ქართველი ქალი არასდროს ყოფილა დაჩაგრული. საქართველოში ქალები ყოველთვის ძლიერები და გამბედავები იყვნენ. ეს არის ის, რაც ქართველ გოგონებში მიყვარს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში, როდესაც სიყვარულზეა საუბარი, რთულია რაიმე გათვალო“.

მსახიობი, იმ ახალგზარდებს, რომლებიც ახლა დგამენ მნიშნელოვან ნაბიჯებს, ურჩევს იყვნენ შეუპოვრები და არ დანებდნენ მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

“ახალგაზრდებს, მოვუწოდებ იყვნენ შეუპოვრები. ბევრს შეუძლია დაიწყოს წარმატებულად, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მიზნების ბოლომდე მიყოლა და ოცნების ახდენა. გჯეროდეთ ყოველდღიურად, გჯეროდეთ, სანამ არ მიაღწევთ მიზანს. ვიღაც შეიძლება სხვაზე ნიჭიერი დაიბადოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და იგი სცდება იმ ჩარჩოებს, რომელსაც თანამედროვე სოციუმი გვიწესებს. საზოგადოებას ურჩევნია ერთი სქემის მიხედვით დაგვყოს და გვმართოს და როდესაც შენ ამ ჩარჩოებს გაარღვევ, ყველაფერს აკეთებს, რომ შეგაშინოს. გახსოვდეთ, რომ სწორედ იქ და მაშინ უნდა იბრძოლო. ხშირად, სირთულეები ჩვენს წინ, როგორც ბარიკადები ისე აღიმართებიან-ხოლმე. ჩემი რჩევაა, ეს დაბრკოლებები მიიღოთ ისე, როგორც ცხოვრებისეული გამოცდები, რომლის გადალახვის შემდეგაც, მორიგ საფეხურზე ახვალთ, უფრო ძლიერები და გამოცდილებით სავსენი. იყავით ბედნიერები, როდესაც სირთულეებს აწყდებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ადგახართ“.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ლუკა, ორ ახალ იტალიურ, კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო პროექტზე მუშაობს. იმედოვნებს, რომ მალე გამოსცემს ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტალურ ალბომს, რომელზეც ორი წელია მუშაობს და რომელიც ნეირომეცნიერულ კვლევაზეა დაფუძნებული. ის, მუსიკის სიხშირეების ნეირონულ აქტივობაზე ზეგავლენას ეხება.

ნინა მამუკაძე სპეციალურად “ევროპათაიმისთვის” იტალიიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    უდანაშაულობას დავამტკიცებთ - ნატალია ილიჩოვას ემოციური წერილი ციხიდანკარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს. ილიჩოვა წერს, რომ მას და ივერი მელაშვილს ცილი დასწამეს და ისინი უდანაშაულოები არიან. კარტოგრაფი ამბობს, რომ თავიანთ უდანაშაულობას ის და მისი დაკავებული კოლეგა აუცილებლად დაამტკიცებენ. "პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს, უამრავი წერილი მივიღე,…
    Tags: და, რომ
  • 100
    „როგორ აღვზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები“გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე. ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო…
    Tags: და, რომ
  • 100
    გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს - მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა…
    Tags: და, რომ
  • 100
    "ტელეფონებში თავჩარგულ ბავშვებს ვხედავ და მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში"ზაფხულის არდადეგებზე ერთხელ მაინც დეიდაჩემთან მაგზავნიდნენ. დეიდა ღლონტებთან, დედამთილ მამათილთან და მაზლის ცოლშვილთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა აკეთში, როგორც მაშინდელ გურიაში იტყოდნენ ჯარ სულად .. კოტე ბაბუას დიდი ყანები ქონდა კორიზაის ველზე და ზაფხულში დილიდან დაღამებამდე სულ იქ იყო. ჩვენ ასე ვიცოდით "ომში ნევრები აქვს გაფუჭებულიო", რომ დაბრუნდებოდა აღარ ვღრიანცელობდით, ვერიდებოდით.…
    Tags: და, რომ