არც ცოდნა ჩანდა, არც პროფესიონალიზმი- გელბახიანი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, ვალერი გელბახიანი ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდასხმაზე პოლიციის რეაგირებას არაკომპეტენტურს უწოდებს და ამბობს, რომ უწყება არაპროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.

“7 საათიანი მომზადების დრო ჰქონდა სპეცოპერაციისთვის უწყებას 7 საათის განმავლობაში. შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ არაფერი გაკეთებულა, არ მომზადებულან არანაირი მიმართლებით. არ ცოდნა ჩანდა, არაპროფესიონალიზმი. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციაშიც არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი კადრებია, ვგულისხმობ ხელმძღვანელობას, რომელიც გეგმავს ასეთ ოპერაციას. ცხადდებოდა, რომ ოპერატიული შტაბი იყო შექმნილი ოპერატიული შტაბი, ეს სასაცილოა, რა უნდა ოპერატიულ შტაბს ქალაქის მერიაში? პოლიტიკოსებს და მმართველებს რა უნდათ სპეცოპერაციაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ პროფესიონალებმა, ყველა ნიუანსი უნდა გაიწეროს და პროტოკოლის მიხედვით უნდა მომხდარიყო მოქმედება” – თქვა ვალერი გელბახიანმა

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ დამნაშავე იმაზე უკეთ იყო მომზადებული ვიდრე რიგითი ჯარისკაცი და კარგად იცოდა კვალი როგორ არ დაეტოვებინა.

“დამნაშავე იყო მომზადებული, ბევრი იცოდა უფრო, ვიდრე უნდა სცოდნოდა ჯარისკაცს, მაგალითად კვალი როგორ არ უნდა დატოვო. ამას ყველა დამნაშავე ვერ ახერხებს, წიგნებში იქნება ეს ფილმებში თუ რეალობაში  ეს ესე არ ხდება, სადღაც მაინც ტოვებს კვალს, ყოველთვის უშვებს შეცდომას.ვნახე კადრები, რომ სივრცეშიც გაიხსნა,არ ეფარებოდა მძევალი, შესაბამისად თუ იქ სნაიპერი იყო შესაძლებელი იქნებოდა გახსნილ სივრცეში მისი დაჭრა. ხელყუმბარა მას გახსნილი არ ჰქონდა, შეუძლებელია 7 საათი გახსნილი ხელყუმბარა გეკავოს ადამიანს” – ამბობს ვალერი გელბახიანი

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან ნახევარი მილიონის მაგივრად 4 მილიონი წაიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 61
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 61
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 58
    “უკვე მეშინია, წინა ხელისუფლების დროს მანქანას ღიას ვტოვებდი” – ცნობილი სახეები კრიმინოგენულ სიტუაციას აფასებენქვეყანაში ძალიან მოხშირდა ბანკისა თუ ფინანსური სექტორის ძარცვა. გუშინ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშიც შეიჭრნენ მძარცველები. არის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები… კრიმინოგენული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. დაუსჯელად გაუჩინარებულმა ზუგდიდის ბანკის მძარცველმა, თითქოს სეზონი გახსნაო, ერთმანეთს მიეწყო დანაშაულებები. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას ასე აფასებენ. მურმან ჯინორია: – ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ…
    Tags: არ, რომ, და, უნდა, თუ, იყო