დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი  3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 100684
  • გამოჯანმრთელებულია – 77 932
  • გარდაცვლილია – 894
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 226
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 411
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 879
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.
  • 21 ნოემბერს კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 927-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 40 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share