ნიუ იორკიდან მანქანით ერთი საათის სავალზე, შტატ ნიუ ჯერსიში აი ამ პატარა და მოკრძალებულ სახლში, ცხოვრობდა ყველა დროის ყველაზე დიდი ფიზიკოსი და მეცნიერი ალბერტ აინშტაინი.
გავიხსენოთ ერთი მეტად ტკბილი და სასიამოვნო მოგონება , რომელიც აინშტაინის და ჩარლი ჩაპლინის მეგობრობას უკავშირდება.
ერთხელ ჩაპლინმა მიიღო ალბერტ აინშტაინის წერილი:
თქვენი ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება” გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის , თქვენ აუცილებლად გახდებით დიდი ადამიანი და მიხარია რომ ამდენი ადამიანი ტაშს გიკრავთ.
ჩაპლინმა აინშტაინს , წერილზე წერილითვე უპასუხა:
მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული ბატონო ალბერტ, თქვენი ფარდობითობის თეორია მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო და მიუხედავად ამისა ტაშს გიკრავენ და მაინც გახდით დიდი ადამიანი.
ჩარლი ჩაპლინი და ალბერტ აინშტაინი სწორედ ამ მიმოწერის შემდეგ დამეგობრდნენ.