”ოფიციალურად ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. ამას არავითარი ცუდი შედეგი მათთვის, ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, ნამდვილად არ მოჰყვება. თუ არ უნდათ ჩვენთვის გადმოცემა, მაშინ გადასცენ ნებისმიერ მესამე ქვეყანას ევროპაში, რათა მან მიიღოს ისეთი სახის დახმარება, როგორის მიწოდებაც თავად საქართველოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის საჯარო პოზიცია. ჩემი დამოკიდებულება კი უფრო რადიკალურია და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ქვეყანას მოსცხოს შავი ლაქა და ისტორიაში დაფიქსირდეს ფაქტი, რომ ციხეში მოკლეს პრეზიდენტი. ეს არ ეკადრება საქართველოს დიდებულ სახელს. მესმის, რომ სააკაშვილის საქმიანობით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან ის რეფორმებს სწრაფად და ხისტად ატარებდა, მაგრამ შეხედეთ ამას, როგორც ჰუმანიტარულ საკითხს. ნუ იყურებით რუსეთის მხარეს, ის აუცილებლად დაემხობა და უკრაინა დაასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა. გარწმუნებთ, მოსკოვიდან ვერ მოასწრებენ თქვენსკენ გამოხედვას. გთხოვთ, გადადგით გონივრული ნაბიჯი.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
მსგავსი სტატიები:
“ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა ააშენა”-კიკნაძე
დამატებითი არდადეგები საჯარო სკოლებსა და ბაღებში – 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოში სწავლა შეწყდება
რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ტრაილერმა კაცს გადაუარა
“ეს ჯოჯოხეთი არ ჩაივლის დამნაშავეთა დაუსჯელად! გეშინოდეთ ამხელა ცოდვის!”– სარიშვილი
“ან ის გვაჩვენონ, რას ჭამს სააკაშვილი, ან ის, თვითონ რას ეწევიან…”- ხუხაშვილი
“ამ ველური მილიციელის ბოროტება გვიკვირს? 5 ივლისს ადამიანები ტყის მეფე ღარიბაშვილის ბრძანებით სცემეს და დღემდე არავინ დასჯილა”
“ესებუას დაკავება ჩემზე ძალიან არავის უნდა… შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება – ვერ, ოპერატიულად ვმუშაობთ” – გომელაური
ყველაფრისთვის მზად იყავით!!-თუ ივანიშვილს დაასანქცირებენ, ოლიგარქის მხარდამჭერები აშშ-ს საელჩოსთან მასობრივი შიმშილობას დაიწყებენ
