შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ალილო მოეწყო.
ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩიდან დაიწყეს. მათ შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი საბა, მრევლთან ერთად შეუერთდა.
შობის დღესასწაული მეალილოეებს, მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაია ლომთაძემ მიულოცეს.
შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.