”ოფიციალურად ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. ამას არავითარი ცუდი შედეგი მათთვის, ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, ნამდვილად არ მოჰყვება. თუ არ უნდათ ჩვენთვის გადმოცემა, მაშინ გადასცენ ნებისმიერ მესამე ქვეყანას ევროპაში, რათა მან მიიღოს ისეთი სახის დახმარება, როგორის მიწოდებაც თავად საქართველოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის საჯარო პოზიცია. ჩემი დამოკიდებულება კი უფრო რადიკალურია და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ქვეყანას მოსცხოს შავი ლაქა და ისტორიაში დაფიქსირდეს ფაქტი, რომ ციხეში მოკლეს პრეზიდენტი. ეს არ ეკადრება საქართველოს დიდებულ სახელს. მესმის, რომ სააკაშვილის საქმიანობით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან ის რეფორმებს სწრაფად და ხისტად ატარებდა, მაგრამ შეხედეთ ამას, როგორც ჰუმანიტარულ საკითხს. ნუ იყურებით რუსეთის მხარეს, ის აუცილებლად დაემხობა და უკრაინა დაასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა. გარწმუნებთ, მოსკოვიდან ვერ მოასწრებენ თქვენსკენ გამოხედვას. გთხოვთ, გადადგით გონივრული ნაბიჯი.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.