გიგო შარაშიძე – ძაღლის სახელები გურიაში

– ალმასა, ალმასაი;
– ბაქურა, ბაქურაი: მსუქანი ძაღლის სახელი;
– ბათურა;
– ბროლია, ბროლიე: მთლად თეთრი ძაღლი;
– ბონძვერა, ბონძვერაი: ბანჯგვლიანი და უსუფთაო ძაღლი;
– გელია, გელიე: მგლის მსგავსი ძაღლი;
– ერთგულა, ერთგულაი;
– თოლია, თოლიე: თეთრი ძაღლი;
– კეკულაი, კეკულიე: ძაღლის პატარა ლეკვი;
– კუდალაი: კუდმოკლე, კუდმოჭრილი ძაღლი
– მერცხალაი;
– მურია;
– პოჩიე: კუდმოჭრილი ძაღლი;
– სწრაფია;
– ტურია: ტურის მსგავსი ძაღლის სახელი;
– ფაცურა, ფაცურაი: ცქვიტი ძაღლი;
– ყელისა: ყელთეთრა ძაღლის სახელი;
– ყურშავა, ყურშავაი;
– ყურშა;
– შურდულა, შურდულაი;
– ჯღუნია, ჯღუნია: ტუჩმოკლე ძაღლის სახელი;
.
გიგო შარაშიძე “გურული ლექსიკონი” 1938
შეიძლება იყოს tree გამოსახულება
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share