დემენცია, კრუნჩხვები, პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა – ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამო მედიკამენტებმაც დაამძიმა – ასეთია ამერიკელი ექსპერტის პოზიცია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე გასაჯაროვდა.
ნევროლოგმა ემანუელ ლაჰანმა მხარეთა შეკითხვებს უპასუხა და პირდაპირ განაცხადა, რომ დაავადებების სიმძიმიდან გამომდინარე სააკაშვილის პატიმრობა დაუშვებელია. ექსპერტის ჩვენების საპასუხოდ, პენიტენციური სამსახური ნევროლოგის დისკრედიტირებას ცდილობდა – ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დაამტკიცონ თითქოს სააკაშვილი სიმულიანტობს.
მთავარი არხი