ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) პრესსამსახურის ცნობით ჰოკეის 2021 წელის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მინსკსა და რიგაში უნდა ჩატარებულიყო ბელორუსის დედაქალაქი აღარ უმასპინძლებს. ლატვიას კი როგორც თანაორგანიზატორს შეუძლია უმასპინძლოს ჩემპიონატს. დღეს IIHF საბჭომ დაადასტურა, რომ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მინსკიდან გადატანა გარდაუვალია, რადგანაც უსაფრთხოების კონტროლი ამ ქვეყანაში შეუძლებელია. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დადგეგმილი იყო 21 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მინსკსა და რიგაში. ამჟამად IIHF– ის საბჭო განიხილავს ლატვიის სტატუსს, როგორც 2021 წლის მსოფლიო თასის თანაორგანიზატორს, ამასთანავე ლატვია ინარჩუნებს თანაორგანიზატორის სტატუსს. IIHF საბჭოს განცხადებით ფედერაცია ასევე შეისწავლის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარების შესაძლებლობას, რაც გაამარტივებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ უსაფრთხოებისა და მოგზაურობის წესებს.