“ბიჭებო, მადლობას გიხდით…..მადლობა ყველას….ვინც უკრაინისთვის იბრძვის”-ვოლოდიმირ ზელენსკი სოლედარში მებრძოლ ჯარისკაცებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ორ ბრიგადაზე ისაუბრა, რომლის მებრძოლები სოლედარში პოზიციებს იკავებენ და რუსებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს, მადლობას გიხდით ბიჭებო,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და ვინც უკრაინისთვის იბრძვის.

 

„მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თითოეულს და ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, 12 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე დეტალურად განიხილეს რა გადაწყვეტილებებია საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგან სამხედრო მეთაურებმა უახლოეს დღეებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share