უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ორ ბრიგადაზე ისაუბრა, რომლის მებრძოლები სოლედარში პოზიციებს იკავებენ და რუსებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს, მადლობას გიხდით ბიჭებო,” – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და ვინც უკრაინისთვის იბრძვის.
„მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თითოეულს და ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 12 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე დეტალურად განიხილეს რა გადაწყვეტილებებია საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგან სამხედრო მეთაურებმა უახლოეს დღეებში.