გურიაში, ლანჩხუთში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი, მუხრან ბერიძეა.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
წყარო – mix.metronome.ge