თუ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხიდან ვერ გაათავისუფლებენ, მას მოკლავენ და ,,ქართულ ოცნებას” დააბრალებენ, – ივანიშვილის დაჯგუფება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას აანონსებს.
ე.წ. განდგომილები ქვეყენას არეულობას და მეორე ფრონტის გახსნას უწინასწამეტყველებენ. დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად კი სუბარი-ყაველაშვილის გუნდი სააკაშვილისთვის ზომების გამკაცრებასა და ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.
რატი ბრეგაძე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. იუსტიციის სამინისტრო რუსთავის და გლდანის ციხის, ასევე გორის ჰოსპიტალისა და “ვივა-მედის” კადრებს ამ დრომდე მალავს.
პარალელურად, სააკაშვილის ადვოკატებმა დაცვის სტრატეგია შეცვალეს. 30 წუთი ერთი მოწმის დასაკითხად – ეს არის ის რეგლამენტი, რომლის შუამდგომლობასაც პრეზიდენტის უფლებადამცველები ხვალინდელ პროცესზე დააყენებენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არევაძე გაიზიარებს ადვოკატების წინადადებას, არ არის გამორიცხული, პროცესი სამ სხდომაში დასრულდეს.