ე.წ. განდგომილები სააკაშვილის მკვლელობის სცენარს ავითარებენ – ივანიშვილის დაჯგუფების გზავნილი

თუ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხიდან ვერ გაათავისუფლებენ, მას  მოკლავენ  და  ,,ქართულ ოცნებას” დააბრალებენ, – ივანიშვილის დაჯგუფება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას აანონსებს.

ე.წ. განდგომილები ქვეყენას არეულობას და მეორე ფრონტის გახსნას უწინასწამეტყველებენ. დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად კი  სუბარი-ყაველაშვილის გუნდი სააკაშვილისთვის ზომების გამკაცრებასა და  ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.

რატი ბრეგაძე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. იუსტიციის სამინისტრო რუსთავის და გლდანის ციხის, ასევე გორის ჰოსპიტალისა და “ვივა-მედის”  კადრებს ამ დრომდე მალავს.

პარალელურად, სააკაშვილის ადვოკატებმა დაცვის სტრატეგია შეცვალეს. 30 წუთი ერთი მოწმის დასაკითხად –  ეს არის ის რეგლამენტი, რომლის შუამდგომლობასაც პრეზიდენტის უფლებადამცველები ხვალინდელ პროცესზე დააყენებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არევაძე გაიზიარებს ადვოკატების წინადადებას, არ არის გამორიცხული, პროცესი სამ სხდომაში დასრულდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share