გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„ბევრი ელოდება, რომ მიშას იქნებ რამე დაემართოს. ყველას უნდა სააკაშვილის „მოტეხვა“ და ყველას უნდა სააკაშვილის მომხრეების ხმა. დიდგორის მოგებაში თურმე ქართულ ოპოზიციას ხელს უშლის სააკაშვილი. 2020-ში ხომ არ ჩამოსულა, რატომ ვერ მოიგეს? რატომ ვერ მოიგეს მარტივ მამრავლებად დაშლილები რომ გავიდნენ არჩევნებზე? მერე გაუკვირდათ, რომ 3 ხმა ვერ აიღეს, დასკვნები ვერ გამოიტანეს.
ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ უმრავლესობა ოპოზიციური სპექტრის გაქრება, დარჩება მცირე ნაწილი. ეს პოლიტიკური დარვინიზმია, ყველაზე მეტად დარვინიზმი პოლიტიკას ახასიათებს“.