სააკაშვილს სახელმწიფომ უთხრა, რომ მის ლიკვიდაციას გეგმავს, – ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი “ხალხის ძალის” განაცხადებას.
ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. განდგომილების განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ქართელ ხალხს და დასავლური ცივილიზებულ სამყაროს მიმართოს.
ვიდრე გახდებოდა ცნობილი „ხალხის ძალის“ განცხადება, მანამდე მას არანაირი სურვილი ასეთ არ გააჩნდა, იმიტომ, რომ ფიზიკური მდგომარეობაც ხელს არ უწყობს, მაგრამ ახლა უკვე ისეთნაირ ფაზაშია ეს ყველაფერი შესული, რომ სახელმწიფო უცხადებს, რომ უნდა ლიკვიდაცია მოვახდინოთ შენიო და როგორ უნდა მოისვენოს მან ისე, რომ არ მიმართოს ქართელ ხალხს და არ მიმართოს მთელ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს? , – თქვა გელბახიანმა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ამ წუთებში იწყება.