გელათის მონასტრის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არქიმანდრიტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში ხანძრის ჩაქრობის მიზნით შევიდა რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.
“შემოყვანილია ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება, 44% საერთო ფართობი, ღრმა აქედან 30%, მდგომარეობა კრიტიკული, მიმდინარეობს მკურნალობა, ჯერ-ჯერობით მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე”, – თქვა ექიმმა ირმა მესხმა.
თვითმხილველი მამა დავითი ამბობს, რომ კელიაში არქიმანდრიტი სხვა მლოცველის გადასარჩენად შევიდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ან ბუხარი, ან ელექტროგაყვანილობა სახელდება.