ლანჩხუთლების გადმოცემებიდან საინტერესოა ადგილობრივ ეკლესიასთან დაკავშირებული თქმულება, რომლის მიხედვით ძველად ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მე-17 საუკუნეში დასავლეთ გურია ლეკებს დაურბევიათ და ლანჩუთსაც დასცემიან, მთლიანად გაუძარცვავთ და ეკლესია დაუნგრევიათ. რამდენიმე წლის შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევების მახლობლად წმინდა გიორგის სახელზე სამრეკვლო აუშენებიათ. რომლის აშენების ადგილი თვით განგებას მიუთითებია.
ამავე თქმულების მიხედვით ადრე სამრეკვლოს ადგილზე დიდი მუხა იდგა. ერთხელ ამ მუხის ქვეშ გლეხები ისვენებდნენ, რომლებმასაც მუხის ტოტებიდან ხმა შემოესმათ, გელხებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ საიდან მოდიოდა ხმა, მაგრამ მიუხედვად, რომ ხეზე ტოტები მრავლად იყო და მასზე ასვლის ადვილი იყო რაღაც უხილავი ძალა არ აძლევდა მასზე ასვლის საშულებას.
ვინაიდან გლეხებმა თავად ვერაფერი გააწყვეს დასახმარებლად მიმართეს ბერს გვარად ცინცაძეს, რომელიც მივიდა ხესთან, ილოცა და ღმერთს შესთხოვა მიეცა მასზე ასვლის ძალა, შემდეგ ავიდა მუხაზე და მის ტოტებში წმინდა გიორგის ხატი იხილა, რომელიც აიღო და ქვემოთ ჩამოაბრძანა. ხალხმა ხატის დასაბრძანებლად იქვე სამრეკლო ააგო და ხატის შიგ შეიტანეს. ხატის შეტანიდან მეორე დღეს, როცა ბერი ეკელსიაში შევიდა ხატი იქ აღარ დახვდა, ბევრი ძებნის შემდეგ ბერი იმავე მუხაზე ავიდა, ხატი ისევ იმავე ადგილზე იხილა და კვლავ ჩამოიტანა. ხალხმა ხატი სხვა ადგილზე მის წმინდა გიორგის სახელზე აგებულ სამრეკვლოში შეიტანა, მაგრამ ხატი ისევ გაქრა და ისევ მუხაზე იპოვეს, ასე გამეორდა რამდენჯერმე.
მაშინ მუხის ადგილზე წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია ააგეს და ხატი შიგ დაასვენეს. ახლა იმ ადგილზე ახალი ეკელესია დგას, რომელიც ძველზე უფრო დიდია და არქიტექტურითაც უფრო უკეთესია, მაგრამ ლანჩხუთლების მთავარი სიწმინდე კელესიაში აღარაა: მე-19 საუკუნის დასაწყისში ლანჩხუთს აფხაზები დასხმიან თავს და ხატიც წაუღიათ, რომელიც ახლა დაბრძანებულია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ლანჩხუთლები დღემდე სცემენ ამ ხატს დიდ პატივს: დადიან ილორის მონასტერში მოსალოცად და ყოველწლიურად ხარს სწირავენ.
–
მომზადებულია (თარგმნილია რუსულიდან) დ. კერესელიძის ნაშრომის მიხედვით 1897 წელი
–
ფოტოზე – ლანჩხუთის რკინიგზის სადგური
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა