ხატია დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამების ფაქტებს გამოიძიებს. დეკანოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მას კოლეგებთან კონსულტაციები ექნება.
“რამდენიმე დღის შემდეგ მინდა ჩემს კოლეგებთან კონსულტაციები მქონდეს, რათა პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია, რომელიც დეტალურად დაადგენს, დოკუმენტირებულად, იმას, თუ რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე. მე ვფიქრობ, ეს დოკუმენტაცია და ეს დასკვნაც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტს. მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილთან”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.