ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით – ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება.
“საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს.
ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ სამუშაოების ჩატარებისათვის დამატებითი დრო მოითხოვა და აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევა.