CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ჟურნალისტმა იკითხა: “უკვე რამდენიმე პაკეტი დაამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, გვესმის და ალბათ თქვენც შეიტყობდით, რომ ბევრი აკრძალული საქონელი მაინც შედის რუსეთში შემოვლითი გზებით, მათ შორის, როგორც ბოლო ინფორმაცია გვეუბნება, საქართველოს გავლით. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ სანქციების ქვეშ მყოფმა რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის, რაც სჭირდება”.
ამის პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.
“დიახ, ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციების 9 პაკეტი და ეს სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა ვხედავთ, რომ არის გვერდის ავლის მცდელობებიც, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევეგუებით. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ადამიანების სიის შედგენა, რომლებიც ყიდულობენ ევროკავშირში საქონელს და ჩააქვთ ის რუსეთში, თუმცა სანქციების მეათე პაკეტის მიზანი იქნება ამ ხვრელების დახურვა, შემოვლითი გზების დაკეტვა და იმ ადამიანების სანქცირებულთა სიაში შეყვანა, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას. მეათე პაკეტი სწორედ ამას შეეხება”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ფორმულა