სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამიტომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას – ჟურნალისტს და “მთავარი არხის” აღმასრულებელ დირექტორს. ამის შესახებ წერილი პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა უკვე გასულ ნოემბერს გაუგზავნეს. საქართველო ევროპაა, თუმცა საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო.
– წერს ევროპარლამენტარი სახალხო პარტიის წევრი (EPP) წევრი, რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. ზურაბიშვილმა თქვა: “საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე”.