რატომ კვდებიან ადამიანები ფილტვების ანთებით და როგორ უნდა მოიქცე ამ დროს , რომ ძალიან დიდხანს იცოცხლო
რატომ გტკივა თავი ძლიერად შაკიკის ან სხვა დროს
რატომ კვდება ადამიანი, როცა კრებსის ციკლი გაჩერდება .რა ამუშავებს კრებსის ციკლს ძალიან დიდხანს
დაარეგულირე ph———-ამით აიცილებ ნაადრევ სიბერეს,ნაადრევ სიკვდილს და იცოცხლებ ძალიან დიდხანს
არ ვმართავთ ლაქტატაციდოზს?——– ვერ გაიზრდება ჯანმრთელი ბავშვი
უსუსურია ყველა მკურნალობა, ლაქტატაციდოზის ფონის კონტროლის გარეშე
სამყაროს კანონზომიერმა გონმა, ადამიანში ჩადო სიცოცხლის გადასარჩენი კომპენსაციური მექანიზმები, რომელთა ამოქმედებით მას შესაძლებლობა ეძლევა, თავიდან აიცილოს , მოცემულ მომენტში არსებობის შემზღუდველი საშიშროებები; გადარჩეს, არ მოკვდეს და მომავალში სწორი მკურნალობით გამოასწოროს ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური დეფექტები. ადამიანი სხვადასხვა დაავადების და ბევრი სინდრომის გამწვავების დროს მძიმე მდგომარეობაშია. მაგრამ, ეს ვითარება ხშირად საკომპენსაციოა და დროებით გარანტირებულად იცავს მის სიცოცხლეს. ამის უამრავი მაგალითებია. ეს თითქმის, მთელი მედიცინაა და ყველას განხილვა შორს წამიყვანდა. ტექსტის შეზღუდულობის გამო, ძალიან მოკლედ განვიხილავ მხოლოდ , ამ მაგალითებზე—— შაკიკი, რინიტი და ნამგლისებური ანემია. მაგალითად, გაიგებთ, რატომ დამართებს უპატრონოდ მიგდებული ორგანიზმი საკუთარ თავს ——–შაკიკის შეტევას———თავისი სიცოცხლის გადასარჩენად.
შაკიკს განვიხილავ მხოლოდ ამ ასპექტში და არა მისი სრული მიმოხილვით , რომელიც სხვა სტატიაში უკვე წარმოვადგინე, თავისი ყველა კარდინალური მიზეზით—-მათ შორის სტატისტიკურად და პროცენტულად უხშირესი მიზეზებით——პერსისტული ოვალური ხვრელით და გულის სარქვლების დეფექტით. გულის სარქვლების, ერთი შეხედვით მცირე დეფექტი, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება , კარდიოქირურგის კონტროლი ს სფეროში ვერ ჯდება , რადგან ტექნიკურ ჩარევას არ ექვემდებარება. ამის შედეგად, ხშირად, უმნიშვნელო ფაქტორად ჩაითვლება. ადამიანები კი , ამის გამო შაკიკით იტანჯებიან. ბანალური მედიკამეტის იმედზე, ბევრია შაკიკით დაავადებული . მათი , სიცოცხლე სასწორზ ეა შეგდებული , რომლის მომავლის გარანტია გვირილას ფურცლების გადათვლის ტოლფასია. იგივე ითქმის ტინიტუსზე, რომელზეც მიზანმიმართული მკურნალობა, ჩვენს პირობებში ძალიან იშვიათად აქვს ვინმეს. შაკიკი რომ ზემოთთქმულის ჭრილში გავაანალიზო, აუცილებლად საჭიროა, მოკლედ მაინც ვისაუბრო სუნთქვის , რადიკალურად განსხვავებულ ორ ტიპზე———-აერობულ და ანაერობულზე.
მედიცინის მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ჟანგბადის დეფიციტი არის კიბოს უპირველესი და მთავარი მიზეზი. ჟანგბადის დეფიციტი აუცილებლად შექმნის მჟავე გარემოს. ანუ აციდოზურ განწყობას ან მის უფრო გართულებულ სტადიებს. ანუ ომეპრაზოლი თუ პერიოდულად გჭირდება——————-აციდოზი ან აციდოზური განწყობა გაქვს, მჟავე გარემო დომინირებს ორგანიზმში , ჰიპოქსიაა და კიბოს რისკია მანამ, სანამ მკვეთრად დაზიანებული მეტაბოლიზმის გამოსწორება არ მოხდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კიბოს უჯრედები ანაერობულია. ანუ ისინი მრავლდებიან და ხარობენ , მხოლოდ უჟანგბადო ან ჟანგბადდეფიციტურ არეებში. კიბოს უჯრედები კვდებიან ჟანგბადის ნორმის დროს. ჟანგბადი, სრული ნორმის ფარგლებში ტუტე გარემოშია. თანამედროვე სამყაროს ადამიანების უმრავლესობა ჟანგბადის შიმშილს განიცდის. როცა გარემო უკონტროლოა , ადამიანების ჟანგბადით შიმშილი და დაავადებების დიდი რიცხვი და სიმძაფრე უფრო მეტად გამოკვეთილია. ქუჩაში ნაგვის ყუთის დაცლის დაგვიანება მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. რადგან, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მიკრო და მაკროორგანიზმების ურთიერთობაზეა დამყარებული. მსგავს მაგალითებს, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს ძლიერად და ფარულად ზღუდავენ, სხვადასხვა თემებში ხშირად ვაჟღერებ . სიბინძურე ქმნის მჟავე გარემოს და ჩვენი დაულაგებელი ცხოვრების და დაბალი ეკონომიკის პირობებში ადამიანებს მაქსიმალური შანსი აქვთ დაავადებების. ამ ეპოქაში პროფილაქტიკურმა მედიცინამ და პირველადმა ჯანდაცვამ მოსახლეობის სწავლის და გაფრთხილების სისტემური მეთოდი დღის წესრიგიდან ამოაგდო. მკვლელი მიკრობები თვალით უხილავია . ადამიანებს კი მასიურად, ხელის დაბანის აუცილებელი რეფლექსიც კი სრულფასოვნად არა აქვთ.
აციდოზზე დეტალურ სტატიაში განვმარტე , რომ ნორმიდან გადახრა პათოლოგიაა, როგორც ტუტე დიაგრამის , ისე მჟავის. ტუტოვანი დეფიციტები აციდოზია, ხოლო ტუტოვანი სიჭარბეები ალკალოზია. ორივე , ძლიერ დამზიანებელი პროცესია. ნებისმიერი დაავადება , რომელიც გართულდება ან გახანგრძლივდება ან გაქრონიკულდება, ამ დიაგრამის დარღვევის ფონზე მიდის. რა ზუსტადაც არ უნდა განვჭვრიტოთ ჰორმონალური თუ სხვა მექანიზმები, თუ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არ დამყარდება, ადამიანი ვერ მორჩება ვერცერთი დაავადებისგან საფუძვლიანად. ამ მექანიზმზე დგას ყველა ბალანსი—–ვიტამინური, მინერალური, მჟავური , ფერმენტული და სხვა. ამ წონასწორობის საფუძველზე მათი ფიზიოლოგიური ვარიაციები ქმნიან ამინომჟავების ბალანსს , ისინი კი სიცოცხლეს.
ადამიანის უჯრედები უჟანგბადო გარემოში მალე იღუპებიან. კიბოს უჯრედებს კი, ჟანგბადის არეალი არ მოსწონთ. კიბოს გენეტიკას ბევრი ატარებს. მაგრამ, კიბო იმას ემართება, ვინც მეტ ხანს ატარებს ნაკლები ჟანგბდის გარემოში. Ph-ის ბალანსი გადამწყვეტად სასიცოცხლოა. მისი ბალანსის დარღვევა უკვე დაავადებაა, მალე დაბერებაა, ბოლოს აუცილებლად კიბოა.
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, აციდოზი და ალკალოზი უკვე დეტალურად განვიხილე რამდენიმეჯერ თავისი მექანიზმებით . გაზოვანი პარამეტრების კონკრეტული გაშიფრვითაც კი . რომელთა კომპენსირებით , ნებისმიერი ტიპის მძიმე ფილტვების ანთება უკვალოდ უკუგანვითარდება და ადამიანი არ მოკვდება. ახლა გავაანალიზებ მეტაბოლურ ჭრილში. მჟავა -ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ზიანი რომ აღიქვათ, ამისთვის გავიხსენოთ ქსოვილოვანი სუნთქვის ტიპები. ორგანიზმის უჯრედების სუნთქვა ხდება მიტოქონდრიებში. მიტოქონდრიების შიგნით არის——დეენემი, რიბოსომები, ერენემი და ფერმენტები, რომლებიც ქმნიან ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას. მიტოქონდრიების რღვევით მიდის ყველა მძიმე დაავდება. მიტოქონდრიების დეგენერაციით და რღვევით მიდის ეს დაავადებები———ყველა ქრონიკული დაავადება, ტუბი, დიაბეტი, შაკიკი, ფარისებრის დაავადებები, ჰორმონული პრობლემები, კუჭ-ნაწლავის დაზიანება, სახსრები, გულის დაავადებები, ნერვული სისტემის სნეულებები, კანის დაავადებები, ქრონიკულად ჭარბი ქოლესტერინი, ვიტილიგო, პოდაგრა, ეგზემა, ქრ რინიტი, ასთმა , ღვიძლის და პანკრეასის დაავადებები, ზედმეტი სიმსუქნე ან ზედმეტი სიგამხდრე, მოშლილი ინსულინრეზისტენტობა, ნერვულ-ფსიქოლოგიური პრობლემები და სხვა. დადგენილია, რომ მიტოქონდრიების მოშლა განსაკუთრებულად მძიმედ მიდის ——-პარკისონის, ალცჰაიმერის, შაქრიანი დიაბეტის , კიბოს და შიზოფრენიის დროს. დაავადების მიმდინარეობა და სიმძიმე აღიქმება ადამიანის გადახრილი ფიზიოლოგიური რეაქციებით , მიტოქონდრიების დაზიანებით, ბიოქიმიური რღვევებით, დაზიანებული გენებით, დამახინჯებული ფერმენტებით, ნორმიდან გადახრილი მჟავა-ტუტოვანი რეაქციებით და არა მარტო ჭრილობით , სიცხით, ტკივილით და ლოგინიდან წამოდგომის გაძნელებით. ყველაზე უნიკალური ფერმენტები, რომლებიც წყვეტენ ადამიანის სასიცოცხლო შანსებს, , მოძრაობის და გადაადგილების ბედს, ტვინის ადექვატურობას და სხვა, ძირითადად, მიტოქონდრიების მემბრანათა შორის სივრცეებშია. მაგალითად, კრეატინკინაზა. კრეატინკინაზა როცა მომატებულია, დაზიანებულია ——ფეხის კუნთი, გულის კუნთი, არტერიის და სისხლძარღვის კედელი, ჩაშლის გზაზეა ვენები და სისძლძარღვები, დაუმორჩილებელი თრომბია, გულის სარქვლების პრობლემებია და სხვა. ყველას ვისაც გულის სტენტირების ოპერაცია დასჭირდათ და არა მარტო მათ, დიდი დარღვევები ჰქონდათ კრეატინკინაზას ცვლაში.
მიტოქონდრიაში ხდება უჯრედული სუნთქვა. მიტოქონდრიაში წყდება სიცოცხლის გაგრძელების ბედი. ატეეფი კი ენერგიის გადამტანია. მიტოქონდრიაში მიმდინარე აერობული პროცესია კრებსის ციკლი, რომლზეც მაქვს მკურნალობის სტრატეგიები დაყრდნობილი და შესაბამისად მასზე ხშირად ვსაუბრობ. ამ ციკლის შედეგია ენერგიის მიღება .ენერგიის პირველივე დეფიციტი და სისუსტე კრებსის ციკლის ზიანის მანიშნებელია. კრებსის ციკლი რომ გაჩერდება მაშინ კვდება ადამიანი. ამ ციკლის რვა სტადია ათიათასობით რეაქციით გამოიხატება. მიტოქონდრიაში ნორმაში მიმდინარე აერობული პროცესი ანუ კრებსის ციკლი —–ჯანმრთელი ადამიანის გამოხატულებაა. რამდენადაც ნაკლები დარღვევებით მიდის მიტოქონდრიაში კრებსის ციკლი, იმდენად ჯანმრთელია ადამიანი. ამ პროცესის შედეგია სასიცოცხლო ენერგიის მიღება. რაც უფრო დარღვევებია კრებსის ციკლში, მით მეტი დაავადება აქვს ადამიანს. თუ უჯრედში ჟანგბადის მაჩვენებელი ნორმას არ ჩამოცდება, ადამიანი ჯანმრთელია და სიცოცხლის დიდი გარანტია აქვს . მას არ ემართება დაავადებები. იმ ათასობით რეაქციებს, რომლებიც კრებსის ციკლში მონაწილეობენ , ძალა და ენერგია სჭირდებათ, რომ ამ ენერგიით ადამიანის სიცოცხლე განაგონ. ეს ენერგია არის ატეეფში.
ორი ტიპის უჯრედული სუნთქვა არსებობს—აერობული, რომელიც მიდის საკმარისი ჟანგბადის ფონზე და ანაერობული,რომლის დროს ჟანგბადი არ არის ან ძალიან მცირეა. როგორც შესაბამისი დარგის მეცნიერები ამბობენ—– ჟანგბადის შემცველობამ სამყაროში მოიმატა ციანობაქტერიების ფოტოსინთეზის მეშვეობით. ჟანგბადი, ჰაერის 21 პროცენტია . ამ ფოტოსინთეზის შემდეგ დაიწყო გლუკოზის დაშლა და ატეეფის წარმოქმნა. სამედიცინო მეცნიერების ბევრი დაკვირვებით დადგენილია—– თუ ჟანგბადის საკმარისი რიცხვია, გლუკოზიდან ანუ შაქრიდან სიცოცხლისათვის იდეალური რაოდენობის ატეეფი მიიღება და ადამიანი ჯანმრთელია. ჟანგბადი თუ დაქვეითებულია, გლუკოზიდან ანუ შაქრიდან , კრიტიკულად მცირე ატეეფის მოლეკულა მიიღება. შესაბამისად, არ იქნება სრულყოფილი ენერგია და არც ჯანმრთელობა. აერობული ანუ ფიზიოლოგიურად ნორმული სუნთქვა ადამიანის უჯრედში ჟანგბადით ხდება. ადამიანის ჯანმრთელ სტატუსზე ან დაავადებებზ ე საუბარი, უპირველესად ,ეს არის მისი ჟანგბადის რაოდენობაზე საუბარი. როცა აერობული სუნთქვაა ანუ ნორმული ჟანგბადის პირობებია, ელექტრონების ბოლო მასპინძელი——–ჟანგბადია .ხოლო როცა საპირისპირო მდგომარეობაა, ამისათვის უნდა ვიცოდეთ —-რა არის გლიკოლიზი. განასხვავეთ——–აერობული ანუ ჟანგბადიანი და ანაერობული ანუ უჟანგბადო. გლიკოლიზი ანაერობული პროცესია . ის უჟანგბადო გარემოში მიდის. ანუ უჟანგბადო უჯრედულ სუნთქვას ჰქვია——-ანაერობული. ანაერობული სუნთქვით ორგანიზმები ცხოვრობენ———-მიწაში, ადამიანის ნაწლავებში, ზღვის ფსკერზე და სხვა .გლუკოზა რომ შაქარია ეს ყველამ იცის. გლიკოლიზის დროს ანუ ანაერობული პროცესის ას გლუკოზა უჟანგბადოდ იშლება. ამის შედეგადაც ატეეფი მიიღება , მაგრამ, ბოლოს —-რძემჟავა. ეს პ როცესი ჯანმრთელობას არ შეესაბამება. მაგრამ ,ეს პროცესი, სამყარომ ადამიანის გადასარჩენად, კომპენსატორულად ჩადო ზოგიერთ ეტაპზე. აერობული, ჯანმრთელი სუნთქვის ბოლო ელემენტებია ნახშირორჟანგი და წყალი. ისევ დავაკონკრეტებ————ანაერობული ანუ უჟანგბადო პროცესის დროს გლუკოზის კატაბოლიზმი ხდება ჟანგბადის გარეშე ან კრიტიკულად მცირე ჟანგბადის გარემოში. მისი შედეგია ლაქტატი და რძემჟავა ანუ ენერგია მიიღება სწრაფად და ჟანგბადის გარეშე. ეს საშუალებაა, ორგანიზმი ამ ვითარებაში რომ არ დაიღუპოს და ახალი სიცოცხლის მცირე დრაივი მიიღოს. ანუ ანაერობული გლიკოლიზი არის გზა——გლუკოზიდან -რძის მჟავამდე. ანაერობული გლიკოლიზით მიღებული ჟანგბადი საჭიროა იმ ატეეფისთვს ,რომელიც კუნთებში და ღვიძლში სამარაგო გლიკოგენის ნაკლებობას შეავსებს და ადამიანს კრიტიკულ ვითარებაში აცოცხლებს. ხოლო აერობული, კლასიკურად ფიზიოლოგიური სუნთქვის დროს, კრებსის ციკლი მიდის, რაც ადამიანის დიდხანს სიცოცხლეზე მუშაობს. რძემჟავა ბევრი დაავადების მიზეზია , ადამიანთა მტანჯველია, ტკივილების და უამრავი დისკომფორტის წყაროა .ის სწორედ ანაერობული ანუ უჟანგბადო პროცესის შედეგია. ადამიანების მთავარი მტანჯველი და დისკომფორტების შემქმნელი———- ჰიპოქსიურ ორგანიზმებში ანაერობული გადახრებით მიღებული რძემჟავაა. რძემჟავაზე დეტალურად ვისაუბრე სხვა სტატიაში. ახლა მხოლოდ, უჟანგბადო გარემოს კონტექსტში ავხსნი მის სასიკვდილო მავნეობებსაც და დროებით გადამრჩენ კომპენსატორულ უნარებსაც.
როცა ჟანგბადიან უჯრედულ ანუ აერობულ ანუ ნორმალურ სუნთქვას ვერ ახერხებს ადამიანის ორგანიზმი, პათოლოგიური მდგომარეობის———-დაავადებების გამწვავების გამო, მაშინ მისი ფიზიოლოგია გადადის გლიკოლიზის რეჟიმზე——-ანაერობულ სუნთქვაზე . ე ს არის იგივე ფერმენტაცია. ამ დროს ენერგია მიიღება ჟანგბადის გარეშე .ფერმენტაცია იგივე დუღილია, რომელიც ანაერობულია, ჟანგბადის არარსებობის ფონზე. საერთოდ, ენერგიის გარეშე ადამიანის ქსოვილი და უჯრედი კვდება. ფერმენტაციის დროს, გლიკოლიზი მიტოქონდრიის ეტაპის გარეშე, ქმნის ენერგიას . ეს ასევე ხდება ტვინის დაზიანებულ სისხლძარღვში შაკიკის შეტევის დროს , როცა სასიცოცხლო ძალებიდან გამოფიტული სისხლძარღვის ეს მონაკვეთი , შეწყვეტამდე მისული სიცოცხლის გასაგრძელებლად, საჭირო ენერგიის დროებით შევსებას და ინსულტის თავიდან აცილებას ცდილობს—ანაერობული ანუ უჟანგბადო გზით. ამაზე , დეტალურად ქვევით ვიტყვი.
რძემჟავა დუღილი ანუ ანაერობული სუნთქვა ადამიანის მდგომარეობის საკომპენსაციოდ ხდ ება კუნთებშიც, როცა აერობული სუნთქვის ფონზე ჟანგბადი ცოტაა . მითუმეტეს ,თუ ადამიანი ჰიპოქსიურია და ვარჯიშის ან ფიზიკური მუშაობის დროს ზედმეტად დაიტვირთება. ფერმენტაციაა ალკოჰოლის დუღილიც .ყველა დუღილი და ფერმენტაცია ანაერობული გზაა შაქრის დასაშლელად. ასეთივე რეაქცია მიდის სოკოებში და რძემჟავა დულილის ბაქტერიებში. ასე მიიღება მაწონი, იოგურტი, მწნილი.
ანაერობული ანუ უჟანგბადო გარემოს მკვიდრი ბაქტერიებისთვის , ჟანგბადიანი გარემო მკვლელია. თუ ჰიპოქსია არა აქვს ადამიანს ანუ ჟანგბადის ნაკლებობა ——-მას არა აქვს ანთებები და დაავადებები. ნაკლები შანსი აქვს დაავადებების მიღების. ანაერობული ბაქტერიების მცირე რიცხვი არის ადამიანის კანსა და ლოროვან გარსებზე. ჟანგბადის ნაკლებობის, ნეკროზის, ინფექციების დროს , ისინი მრავლდებიან და იწვევენ განსაკუთრებით რთულ დაავადებებს .სწორედ ისინი ა ხდენენ ამ დაავადებების დროს ჟანგბადის კრიტიკულ დაცემას. შესაბამისად, თრომბირების ძლიერ და ხან სასიკვდილო გამწვავებას. ანაერობული ბაქტერიების მიერ გამოწვეული ასეთი დაავადებები განსაკუთრებული სიმძიმით გამორჩევიან——- განგრენა, ტეტანუსი, ბოტულიზმი და სხვა. მაგრამ, განსხვავებით ამისგან, ბიფიდობაქტერიის გამოყენებაც საკომპენსაციო სასიცოცხლო ფაქტორს მიეკუთვნება. ის გრამ დადებითი ანაერობული ბაქტერიაა. ამაღლებს იმუნიტეტეს, ებრძვის დაბერებას, არეგულირებს წნევას, აჩერებს ათეროსკლეროზს სისხლძარღვების, ხელს უწყობს სიმსივნეების გაჩერებას. ამიტომ აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მედიცინაში——–როდის, სად, რა და რამდენი გამოვიყენოთ კონკრეტული მედიკამენტი. რომელიც ერთ შემთხვევაში ელექსირია, მეორეში კი შეიძლება მკვლელი აღმოჩნდეს. ამიტომ ვამბობ ხშირად————უპრიმიტიულესი და უჩლუნგესია შეკითხვა———-ეს წამალი რას უხდება . არ შეიძლება ვინმეს გამონაყენები ან სადღაც გაგონილი მედიკამენტის გამოყენება. ეს დაბალი დონეც არ არის. ეს შეზღუდული მენტალობაა.
ანაერობულ ორგანიზმებს ზრდისთვის არ სჭირდებათ ჟანგბადი. უჟანგბადო გარემოში ისინი უფრო ძლიერად აზიანებენ შაქარს , ცილებს, ამინომჟავებს .
ადამიანის მილიონობით უჯრედის სიცოცხლე მთლიანად დამყარებულია შაქარზე , როგორც ენერგიის წყაროზე. განსაკუთრებოთ ის სჭირდება ერითროციტებს ანუ სისხლს და თვალის რქოვანას უჯრედებს. რადგან, მათ მიტოქონდრიები მყარი არა ა ქვთ. შაქარი ადამიანის ყველაზე სასიცოცხლო ნახშირწყალია .უშაქრობა უჯრედის სიკვდილია. ოღონდ როდის, რამდენი და რა ფორმის შაქარი უნდა მიიღოთ, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. შაქრის სულ ამოღება უჯრედების სიკვდილია; ტვინში კი ნეირონების დაშლა და უსწრაფესად განადგურებაა. ამიტომ ვამახვილებ, ხშირად, უშაქრო ყავის დანერგვის სნობურ ტენდენციაზე, რომელიც უსარგებლო ფიზიოლოგიური ვარიანტია, განსაკუთრებით პანკრეასის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტისთვის. ვინც ხშირად ქადაგებს სრულ უშაქრობაზე, მან უფრო მეტად უნდა გაიაზროს————– ფერმენტაციული, გენეტიკური ,ჰიპოგლიკემიური , ყველაზე რთული და მკვლელი , მენტალობის და აზროვნების სამუდამოდ გადამხრელი დაავადებები .რომელთა შ ედეგია, ის გონებაჩლუნგი, ზოგ შემთხვევებში შინაგნად გენიოსიც კი, მაგრამ ადექვატურად ვერგამომხატველი, ცხოვრებისგან ყველაზე უფრო დატანჯული ადამიანები, რაც ისტორიას ჰყოლია ამ ქვეყანაზე.
ლაქტატი არის გლიკოლიზის ანაერობული ანუ უჟანგბადო გზის ბოლო ფიგურა . ლაქტატის სწორი და აკადემიური გაგება მედიცინაში ——-ნიშნავს მეტ ჯანმრთელ ადამიანს და მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს. სამწუხაროდ მედიცინაში ზოგ ადილზე ზედაპირულობის ეპოქა დადგა . ლაქტატი ბევრ ორგანოში იქმნება. ყველაზე მეტად პათოლოგიური სიჭარბის ლაქტატს ქმნის მსხვილი ნაწლავების ბაქტერიები .როდის? როცა კუჭ-ნაწლავის ღია ან ფარული პრობლემების გამო , იმუნიტეტი დაწეულია და ნახშირწყლების ათვისება დაბრკოლებულია. ყველა უბედურება, ყველა დაავადება, ნებისმიერი ორგანოს პრობლემა——— იწყება ჰორმონებიდან და კუჭნაწლავიდან. რადგან, აქ არის ეპიფიზის რეცეპტორული მარაგი . ლაქტატის ჭარბად შექმნა ნიშნავს——– ყველაზე შემაწუხებელ და დამზიანებელ დაავადებებს. ეს მომენტი სწრაფად დომინირებს, მაგალითად, როცა ადამიანს კუჭი ადვილად ეშლება———მაიონეზზე, ნაყინზე, არაჟანზე, კრემიან ნამცხვარზე და სხვა. კარცინოიდული სინდრომი, რომელიც ყველანაირი სიმსივნის ნოყიერი ფონია ,ლაქტატის მოშლის გარეშე არ არსებობს. სეროტონინის სინდრომის სხვადასხვაა გამოხატულების დროს, მაგალითად———ქრ დიარეის ან პერიოდული ეპიზოდური აშლის, ჩიყვის ან შფოთვის ან ტემპერატურის აწევის ან ქრონიკული სუბფებრილური ტემპერატურის ან ფსიქიკური აშლის ან სხვა ტიპის მოშლილი——-მელატონინურ—- ტრიფტოფანული გამოხატულების დროს ლაქტატი ყოველთვის პრობლემურია. ადამიანის ფიზიოლოგიურ მავნეობებში , ლაქტატი ლიდერად ითვლება. მისი მოქმედების დიაპაზონია—- დისკომფორტიდან სასიკვდილო ვითარებების შექმნამდე. რა თქმა უნდა ფონის სიმძიმის მიხედვით. შაკიკის მწამებელი ტკივილი სწორედ ლაქტატის სიჭარბის გამოა.
ფიზიოლოგიურ პირობებში ლაქტატს ქმნიან———–კუნთები, ერითროციტები, თირკმლის ტვინოვანი ნაწილი, ნაწლავები,თვალის ბადურა. ლაქტატს ყველაზე აქტიურად ქმნის სიმსივნური უჯრედები . ყველა დაავადება ან სინდრომი , რომლის დროსაც ლაქტატი ჭარბად იქმნება , სიგნალია სიმსივნური პროცესის დაწყების გაფრთხილებაზე. სიმსივნის დროული გამოვლინება და დამარცხება სწორედ ლაქტატის ძიებით და ბალანსით შეიძლება მოახდინოთ. ტვინში ლაქტატის ჭარბი რაოდენობა ყოველთვის ნევროლოგიურ პრობლემებს და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს ქმნის. ზოგს ლაქტატი და რძემჟავა ზუსტად იგივე ჰგონია. ლაქტატი რძემჟავას უწყალბადო ვარიანტია. ლაქტატი მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მთავარი ფენომენია. მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე ა დამყარებული ნებისმიერი დაავადების სრულფასოვნად მორჩენა . შეიძლება , კარგი ეკონომიკური შესაძლებლობის ადამიანს მინერალებით მდიდარი კვება არ აკლდეს, არც წამლები, მაგრამ, მას ძალიან ბევრი პათოლოგიური პრობლემა ჰქონდეს. შეიძლება, მეორე, ღარიბ ადამიანს არც წამლის ფული ჰქონდეს და არც კარგი კვების შესაძლებლობა ;ვიტამინების და მინერალების დეფიციტიც ჰქონდეს, მაგრამ უფრო მეტად ჯანმრთელი იყოს ვიდრე პირველი. რადგან, ამ მეორეს, ძალიან არ ჰქონდეს დარღვეული მჟავა-ტუტოვანი წონასაწორობა , პირველ ადამიანთან შედარებით. ასეთივე პრინციპია მკურნალობის სტრატეგიის დროსაც. მთავარი ის კი არ არის , პაციენტს ვიტამინი და მინერალი მივაყაროთ. მთავარი ა მათი ბალანსის დაცვა, რაც ქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ნივთიერებათა ბალანსი დაცულია, მხოლოდ, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ფარგლებში. დანიშნულებას როცა ვწერთ ,მედიკამენტების ისეთი ურთიერთშეხამებული კომპლექსი უნდა შევადგინოთ, რომ მკურნალობის სტრატეგიის ჩონჩხი აგებული უნდა იყოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შექმნაზე. ჯანმრთელობის დაცვის მთავარი ხერხემალია, ექიმის მიერ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი. დაავადებების დროს მთავარია ა ციდოზის დონე დავადგინოთ და ვარეგულიროთ ლაქტატით . სხვა შემთხვევაში ,ფილტვის ანთების საშუალო ფორმის გაწოვაც არ მოხდება სრულყოფილად. ეს კი ფილტვის მომავალი სიმსივნის რეალური ბაზისია. განსაკუთრებით , იმ ტიპის ფილტვის სიმსივნეების, რომლებიც რადიოლოგიურ გადაღებებზე აქტიურად არ იკვეთებიან და არც კლინიკური ჩივილებით გამოირჩევიან პირველ ეტაპებზე. მაგალითად ,პანკოსტის კიბო, ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნეები . ხველის დასრულება არ ნიშნავს ფილტვის ანთების მორჩენას. ყველაზე მძიმე ფორმის ფილტვების ანთებებს ,საერთოდ არ ახასიათებთ ხველის ფენომენი. კუნთის ყველა დაავადებას, დამბლებს, მიოპათიებს ვადგენთ და ვმკურნალობთ ლაქტატზე გადევნებით . სხვანაირად შედეგი არ იქნება. ლაქტატის ჭარბი რაოდენობის ფონი ————————ყოველთვის დიზბაქტერიოზია. ეს უნდა გავიგოთ, შევიგრძნოთ და გავისიგრძეგანოთ. სხვანაირად ადამიანების ჯანმრთელობა ვერ გამოსწორდება. ლაქტატის მოჭარბების გარეშე არ არსებობს აციდოზი ს მძიმე ფორმები . ფილტვების მძიმე ანთების დროს ,ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვერმართული ლაქტატური აციდოზია. კუნთურ დამბლებში, კომებში, ნევროლოგიურ პრობლემებში, ძილიანობასა და მოდუნებაში, მთავარი დამნაშვაე ლაქტატის მოშლაა . არცერთ ასაკში, არცერთი ნევროლოგიური დაავადება არ არსებობს ლაქტატის სიჭარბის გარეშე, პერიოდულად მაინც. ჭარბ ქოლესტერინს საბოლოოდ როგორ გაწოვ მარტო სტატინების იმედზე, როცა ღვიძლში ამ დროს ლაქტატური რევოლუციაა. პოდაგრის ,ჭარბი ქოლესტერინის , ფარისებრის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, ფილტვის მკურნალობა, დიდი აბსურდია ლაქტატის მართვის გარეშე. ძვალ—-სახსარში , თირკმლებში, ვენებში, მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ლაქტატის მართვის გარეშე. როდისაა აუცილებელი ლაქტატის ანალიზი?———დიაბეტი, ფილტვების დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ინფექციები, ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია ,გულის დაავადებები, ქოლესტერინის სიჭარბე, ფარისებრის დაავადებები, მენინგიტი და სხვა. როგორც ვთქვი -ლაქტატი, გლიკოლიზის გზით მიღებული, გლუკოზის ანაერობული, უჟანგბადო ცვლის ბოლო ელემენტია. რომელიც შეფარდებაშია——ლაქტატდეჰიდროგენაზისგან მიღებულ პირუვატთან .პირუვატი , მედიცინაში ჯვარედინა მეტაბოლიტის სახელითაა ცნობილი . პირუვატდეჰიდროჰგენაზას სისტემის დასუსტების გამო, ღვიძლში მოიშლება ჟანგვითი რეაქციები . შედეგად ,პირუვატიდან აცეტილკოენზიმ ა—– ს მაგივრად წარმოიქმნება ლაქტატი. ამ ერთ დამახინჯებულ რეაქციაზე ძალიან ბევრადაა დამოკიდებული —————–ღვიძლით, ნაღვლის ბუშტით , კუჭ—ნაწლავით, პანკრეასით და სხვა დაავადებებით დაავადებული, ათასობით ადამიანის ცხოვრება და ბევრი, ქრონიკულად გამწვავებული პრ ო ბლემა. რომ ვმართოდ ეს დაავადებები და ადამიანებს საშველი მივცეთ, ამისთვის ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.
ლაქტატის დარღვევა დაბალი წნევის ,ასევე ჰიპოგლიკემიის დროს წამყვანი პრობლემაა. ამ დროს სისხლში ლაქტატი მომატებულია და გლიკოგენოზი მიმდინარეობს. ეს მექანიზმი არის წამყვანი ხერხემალი——- ბავშვის განვითარების შეფერხებაში; რაქიტის ჩამოყალიბებაში . თუ ბავშვი წონაში მატებას რითმულად არ მიყვებ ა და პედიატრი ლაქტატზე არ აიღებს მკურნალობის აქცენტებს, ასეთი ბავშვები განწირულია ქრონიკულად მოავადე ადამიანებად . როცა ბავშვი წონაში არ იმატებს, აუცილებლად დი ჯორჯის სინდრომი უნდა გამოირიცხოს ანუ დეტალურად გადაეხედოს———– თიმუსის მდგომარეობას. ზუსტად ეს არის პედიატრიის——— ორჯერ ორი ოთხი. შეიძლება ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვს , თიმუსის ჯირკვალი საერთოდ არ ჰქონდეს. თუ ბავშვი განმეორებით ცივდება, ერთხელ მაინც თუ გადაიტანია ფილტვების ანთება ან ბრონქიტი, მითუმეტეს რამდენიმეჯერ, მარტო ანტიბიოტიკით ბრძოლა უშედეგო და დამზიანებელია. მისი მკურნალობის ყველა სტრატეგია თიმუსზე აქცენტირებული უნდა იყოს. შესაბამისად, ლაქტატური და მჟავა-ტუტოვანი დიაგრამა სულ უნდა კონტროლდებოდეს. სხვა შემთხვევაში მისთვის მიცემული ვიტამინები და მინერალებიც დაკარგულია და ადექვატურად ვერ ჩაებმებიან ბიოქიმიურ რეაქციებში. ბავშვის წონაში ჩამორჩენა მეტაბოლიზმის გრძელდისტანციური რღვევის უდიდესი გამოხატულებაა. თუ ეს წლების განმავლობაში ლაქტატის ცვლების და რეაქციების დაკვირვებით არ ვმართეთ , ასეთი ბავშვების ზრდასრულობა, სულ დაავადებებით სავსე და პრობლემური იქნება. ყველაფერი იწყება ჰორმონალური ჯირკვლებიდან. სწორედ მათი მოშლის გამო ირღვევა ლაქტატის შესაბამისი ბიოქიმიური რეაქციები. პედიატრიული კონტიგენტი წონას აფერხებს თიმუსის პრობლემის გამო. ამ პროცესის პრობლემურობას ასაბუთებს ——ბავშვის ჰიპოგლიკემია. უკიდურესი აბსურდია , ზოგიერთი ლაბორატორიის მიერ, შაქრის ნორმის——– 60 დან 100 მდე დაფიქსირება. ეს ნიშნავს მედიცინის ყველაზე რთული ნაწილის —–მძიმე ფერმენტოპათიების———ჰიპოგლიკემიების არცოდნას . რომლებიც უპირობოდ აზიანებენ ღვიძლს და ტვინს თანდათან . პედიატრიულ სტაციონარში არაერთხელ მიმიღია ბავშვი გონების კარგვით, რომლის მიზეზი 60 ან 65 ან 67 შაქარი იყო. თუ ბავშვს განსაკუთრებით, 5 წლამდე ასაკში შაქარი სტაბილურად 80 ზე ნაკლები აქვს ანუ ჰიპოგლიკემიაა, მას სისხლში რომელიმე მომენტში აუცილებლად ექნება ლაქტატის ან პირუვატის სიჭარბე. ეს კი გლუკონეოგენეზის დიდი დარღვევაა. ამ დროს აუცილებლად გამოიკვეთება რომელიმე ფერმენტული დიაგნოზი. ვისაც ბავშვის შაქარი 60 და საერთოდ 80 მდე —— ნორმა ჰგონია, ბუნებრივია, ამ სამედიცინო ცნობიერებით ,ურთულეს ფერმენტულ დიაგნოზს ვერ დასვამს. ბავშვს კი ზრდასრულობაში , მთელი ცხოვრება პრობლემური ექნება ——————– ან ქოლესტერინის სიჭარბით ან პოდაგრით ან დიაბეტით ან ფარისებრით და სხვა .არ მესმის და არც შემიძლია გავიგო——————– მედიცინის რა მენტალობის აღქმა იხარშება იმ ადამიანის ტვინში, ვინც თვლის , რომ 60 ან 65 ან თუნდაც, 70 შაქარზე —-ბავშვის მეტაბოლიზმი ჯანსაღია. იმიტომ არ შემიძლია გავიგო, რომ პრაქტიკაში ბევრი მაგალითი მინახია, ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობის გამო, ბავშვების მდგომარეობით დატანჯული საუკეთესო ოჯახების. ასევე , ამ დროს უნდა დავადიფერენციროთ პედიატრიული ის ვარიანტები ჰიპოგლიკემიის, როცა ასეთი მექანიზმების დროს ლაქტატი არ იმატებს. მაგალითად, გირკეს დაავადება და სხვები . ჩვილ ბავშვებში ლაქტატაციდოზის გამოხატულებაა—————სისხლძარღვების პრობლემები, ასთმა, ნევროლოგიური გადახრები, კრუნჩხვები, რეფლექსების დარღვევა, კანის გამონაყრის ტიპები, ღვიძლის პრობლემა, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. როცა პედიატრიულ კონტიგენტს ვსინჯავთ, ერთი რეფლექსიც თუ გადახრილია ,ლაქტატი უნდა შემოწმდეს. სამყაროს წინაშე დანაშაულის ტოლფასია——— სუნთქვაშეზღუდულ , ინჰალატორით შეიარაღებულ ასთმიან ბავშვში, მისი შეტევის მთავარ მაპროვოცირებელ—- ლაქტატზე თუ არ მოვახდენთ დინამიკაში დაკვირვებას . დროა უკვე, ძველი დახავსებული მიდგომები ჩამოვიტოვოთ. ბევრი ბავშვი გაზრდილა გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილი, ლაქტატაციდოზი რომ არ იმართა. ხშირია ბავშვთა ასაკში კანის გამონაყრის ტიპები ლაქტატაციდოზური პოზიციის გამო, რომელთა მიმალვა ალერგიის წამლებით ხდება. მეტაბოლური გადახრების ნაღმი კი ორგანიზმში რჩება, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება ზრდასრულ ასაკში ან ქოლესტერინის სიჭარბთ ან ღვიძლის დაავადებით და სხვა. არ გაიზრდება სრულფასოვანი ჯანმრთელობით ბავშვი, თუ არ იმართა ლაქტატაციდოზი. რადგან ,მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, ეს არის მეფე და ორგანიზატორი მთელი ვიტამინურ-მინერალური სამყაროს. ასევე მჟავეების, ცილების, ამინომჟავების. ბავშვი რომ დაბალი სიმაღლის რჩება, იქ ლაქტატაციდოზი, სხვა მიზეზებთან ერთად ხშირადაა დამნაშავე. მჟავა-ტუტოვან ბალანსს ვიტამინები და მინერალები ქმნიან. რამდენიც არ უნდა მისცე ბავშვს ცე ვიტამინი ან პოლივიტამინი ან სხვა ნივთიერება, თუ მჟავა-ტუტოვანი ბალანსი დაღვეულია ,ის რომც შეიწოვოს ,საჭირო ადგილზე მაინც ვერ მივა.
წარმოუდგენელია ზოგი ლაბორატორიის ანალიზში კონკრეტული ნორმები იყოს მითითებული, ხოლო სხვები რადიკალურად განსხვავებულ ნორმებს წარმოადგენდნენ. ექიმები ვდგავართ თუნდაც ამ პრობლემის წინაშე——–პაციენტს დავაჯეროთ რომელია ლაბორატორიული მონაცემია რეალური ნორმა.
არ არის აციდოზი -არ იქნება არც ფილტვების ანთება არც ბრონქიტი არც ასთმა და ბრონქოსპაზმიც. არავინ არ მოკვდება მძიმე ფილტვების ანთებით———– გაზოვანი პარამეტრების დარეგულირებით ლაქტატ აციდოზი თუ მოიხსნება. მარტო ანტიბიოტიკი არ არის ფილტვების ანთების მკურნალობა. თუ ბავშვს დიარეა ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები აქვს, ის ზრდასრულობაში იწამებს ლაქტატაციდოზით, თუ პედიატრიულ ასაკში აციდოზის მართვა არ მოხდება . სამწუხაროდ, პედიატრიულ კონტიგენტში ლაქტატაციდოზი ძალიან ხშირადაა შეფუთული———-გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომში, ყაბზობაში, დიარეაში, ინტოქსიკაციებში. ამას ხშირად ვხედავთ და მსოფლიო პედიატრიის დასკვნებშიც იხსენება.
პოდაგრის, შაკიკის, დიზბაქტერიოზის ,ჭარბი ქოლესტერინის, ინსულინრეზსიტენტობის მოშლის , ღვიძლის დაავადებების და კიდევ უამრავი პრობლემის დაწყების საფუძველი ზრდასრულებში, ბავშვობის არასრულფასოვან პედიატრიულ მეთვალყურეობებშია. ლაქტატ აციდოზის სინონიმია რძემჟავა აციდოზი, რომლის დროსაც რძემჟავა პერიოდულად იმატებს და სისხლის პეჰაში იკლებს. შაკიკით დაავადებულ ზრდასრულს ლაქტატაციდოზი აქვს. ხოლო შაკიკის შეტევა ლაქტატაციდოზის პიკია.
ლაქტატაციდოზის სიმძიმე სხვადასხვა ინტენსივობისაა. ის ყოველთვის უპირობოდ არის ყველა ტიპის მალაბსორბციის დროს. ანუ როცა ნაწლავიდან შეწოვას პრობლემები ახლავს. თუ კუჭი ადვილად გეშლებათ, თუნდაც იშვიათად და ეპიზოდურად ეს ძლიერი ლაქტატაციდოზია. ლაქტატაციდოზი სტატისტიკურად , პედიატრიულ კონტიგენტში ყველა ჯანმრთელ ბავშვს აქვს გასტროენტერიტის დროს. თუ ლაქტატურ აციდოზს არ გაედევნები ,სწორად ვერ მართავ ამ დაავადებებს———-შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებები ;შაკიკი, დიარეა, ყველა სახის ინტოქსიკაცია ;გულის შეტევა, ფილტვის ნებისმიერი დაავადება; დიაბეტი, პოდაგრა ,ეგზემა, ღვიძლის დაავადება და სხვა. ლაქტატაციდოზი—————პათოლოგიური მდგომარეობაა რომლის გათვალისწინების და მართვის გარეშე, მედიცინის თითოეული რგოლი უსუსური და დამზიანებელი იქნება პაციენტისთვის, რადგან, ეს არის არსებულ დაავადებათა 80 პროცენტის მთავარი მექანიზმი. მისი გაუთვალისწინებლობა ნიშნავს ,მკურნალობის მაგივრად ორგანიზმზე არაადექვატურ ჩარევას. თუკი ერთ ორჯერ მაინც ომეპრაზოლი დაგილევიათ ლაქტატაციდოზი გაქვთ. ნებისმიერი მკურნალობა წყალში გადაყრილია და მხოლოდ ბრძოლაა ნარჩენი იმუნიტეტის დასამსხვრევად, ამ ფენომენის გაუთვალისწინებლობის დროს. ყველა სამედიცინო მიდგომა—- სიბრმავე, ზერელეობა და დამზიანებელია პაციენტისთვის მისი ათვლის გარეშე. ამ ფენომენის გაუთვალისწინებლობის დროს, ძალიან ძვირადღირებული მკურნალობის გეგმა შეიძლება დამზიანებელი იყოს ადამიანისთვის. ხოლო ამის გათვალისწინებით ,მარტივი გეგმითაც, უიაფესი დანახარჯით სიცოცხლის ბევრი წლები შეემატოს ადამიანს. რადგან, მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი ყველაზე მოკლე გზაა კიბოსკენ. მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე დგას ადამიანის სიცოცხლე და ამის ვერმართვის შედეგია, ადამიანის ყველა დისკომფორტი და სიკვდილსაშიში გართულებები.
მსოფლიო მედიცინა სტატისტიკურად ,ყოველწლიურად დეტალურად აღწერს სამედიცინო მნიშვნელოვანი შეცდომების ნუსხას. აღარ არის საუბარი იმ შეცდომებზე, რომლებიც ბევრი ხდება და რომლის ატანა და გატარება ადამიანებმა შეძლეს. საუბარია მნიშვნელოვან სასიცოცხლო შეცდომებზე. რომლებიც უფრო იშვიათი , მაგრამ გარანტირებულად სასიკვდილოა. მაგალითისათვის ავიღოთ კალიუმთან საექიმო მიდგომა—————————კალიუმზეა დამოკიდებული ,ნებისმიერი დაავადება მძიმედ წარიმართება თუ საშუალო სიმძიმით . დეფიციტური კალიუმის შევსება ყველაზე გრძელდისტანციური პროცესია მედიცინაში , ხოლო ჭარბი კალიუმის დარეგულირება, ერთი-ერთი ყველაზე რთული და ხშირად უშედეგო მცდელობა. კალიუმის გამოყოფის რიცხობრივი მაჩვენებელი პირდაპირაა დამოკიდებული თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებზე. ჩვენში კალიუმის ორგანული მონაცემების ზუსტი დადგენა ვერ ხდება. სტილად შემოვიდა კალიუმზე ცნობადობის ზოგადად ამაღლების შემდეგ , იქ სადაც მედიცინის კონკრეტული რგოლი მაღალი დონის არ არის ———-ყველა ინფუზურ თერაპიაში კალიუმის პრეპარატის დამატება. რეალობაში კი რა ხდება? თუ ლაქტატითაა გამოწვეული აციდოზი და ეს ძალიან ხშირია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მასიური პრობლემების გამო———————-მაშინ კალიუმი პირიქით—თავისით, პათოლოგიურად იმატებს. კალიუმის ნორმის ზევით მატება —-ნიშნავს ჰიპოვოლემიას. ა მ დროს სისხლი ღარიბდება. შესაბამისად, სისხლის მიკროცირკულაცია ირღვევა. სისხლძარღვებში, რეალურად ამ მომენტში , ისედაც მცირე რაოდენობით მოცირკულირე, ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ღარიბი სისხლის გამო, თრომბირების მასშტაბები იზრდება. შარდვა მცირდება და თირკმლის უკმარისობის სასიკვდილო ხარიხი შეიძლება დადგეს. თირკმლის უკმარისობით სიკვდილის დროს, გამოკვეთილი და მთავარი მიზეზი კალიუმის სიჭარბეა. ვინც გარდაცვლილა თირკმლის უკმარისობით, იქ ვერ მოხერხდებოდა ჭარბი კალიუმის განეიტრალება. რომლის დაქვეითება თირკმლის უკმარისობის მაღალი ხარისხის დროს ძალიან ძნელია. ყველაზე საუკეთესო რეანიმაციაში თირკმლის სასიკვდილო უკმარისობი ს მოსახსნელად ბრძოლა, ეს იგივეა რაც ბრძოლა —– ჭარბი კალიუმის დაბალ ციფრებზე ჩამოსაყვანად. აქამდე რომ არ მივიდეს პროცესი, ამიტომაა საჭირო ლაქტატური აციდოზის მართვა და საერთოდ , დაავადებების ამ მექანიზმებით კონტროლი . მაგალითად, ყველა დიაბეტიანს თირკმლის უკმარისობის პირველი ხარისხი აქვს .ეს დოგმაა. შესაბამისად, მა ს ლაქტატაციდოზის რაღაც ხარისხი აქვს. დიაბეტიანის თირკმლის უკმარისობის პირველი ხარისხი, ძალიან შეუმჩნევლად გადადის მეორე ხარისხში. რადგან ,პირველი ხარისხის პროფილაქტიკის პრეცენდენტები ჩვენში თითქმის არ არსებობს. .ამის მაგალითები უამრავია. თირკმლის უკმარისობის მესამე ხარისხი უკვე შეუქცევადი პროცესია. ამიტომ, თირკმლის უკმარსობის პირველი და მეორე ხარისხის დროს ლაქტატაციდოზის რეგულირება ჰაერივით აუცილებელია. დღეს ამდენი გაოცებული, დიაბეტიანი თუ არადიაბეტიანი ადამიანი დიალიზზე იმიტომ არის, რომ უმრავლეს შემთხვევაში, არ მოხდა მათი ლაქტატაციდოზის არათუ მართვა, არამედ საერთოდ დაფიქსირებაც კი.
ისევ ჩამოვთვლი ლაქტატაციდოზის ვარიანტებს. ის ამ დაავადებების მთავარი ფონია——დიაბეტი, ფილტვის დაავადებები, ალკოჰოლიკი, ნარკომანი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ნევროლოგიური პრობლემები, ციროზი და ღვიძლის ყველა დაავადება’;გულის პრობლემები, ქოლესტერინის სიჭარბე, პოდაგრა, ანემიები, ნაღვლის ბუშტის პრობლემა და სხვა .ნევროლოგიური პრობლემების დროს ტვინში ლაქტატის მაღალი რაოდენობაა. ნებისმიერი, თუნდაც ,პატარა დანიშნულების დაწერის დროს ,ექიმის ტვინში, პაციენტზე აზროვნების ბაზისი—– ლაქტატაციდოზზე აზრებს და ფიქრებს უნდა შეიცავდეს . როგორც სამყარო, როგორც ნებისმიერი ნივთიერების ორი ურთიერთდაპირისპირებული მდგომარეობის სტატუსი, ასევე ადამიანიც ამ ტიპის ბალანსის სახეა. ორი მხარის ბალანსი ქმნის სიცოცხლეს.
კოენა——ვუდის ადრინდელი საერთაშორისო კლასიფიკაციით ლაქტატაციდოზის ორი ტიპია 1———შეძენილი, რომლის დროს ადამიანს ჰიპოქსია აქვს და სისხლის მიმოქცევა დაყოვნებულია. 2——როცა მეტაბოლიზმის მოშლა მემკვიდრულია და ფერმენტების თანდაყოლილი დეფექტებია .ამ დროს პერიფერიაზე არ არის სიხლის მიმოქცევის მოშლა და ეს შეცდომების საფუძველია. მას შემდეგ რამდენიმე გრაფიკი შედგა კლასიფიკაციის, საკმაოდ რთულები. ყველა ეს გრაფიკი გვაფხიზლებს მედიცინას, რომ ორი მხრის ბალანსის შენარჩუნებაა მხოლოდ, სიცოცხლის საფუძველი.
შაკიკის მექანიზმი ბევრჯერ ავხსენი. ზოგადად და უმოკლესად გავიმეორებ, დღევანდელი თემის ასპექტში. ათეროსკლეროზული სისხლძარღვების ფონზე, მძაფრი ან ლატენტური ჰორმონალური პიკის პერიოდში, მუცლის აორტას თრომბოზის დროს, ხდება ფემენტ გასტრინის ცდომა; მიკროთრომბების გააქტიურებული ტრანზიტი და პარადოქსული ემბოლას გადასროლა ღვიძლიდან და ნაწლავებიდან—— ტვინის იშემიურ არეში ,ყველზე დაზიანებულ სისხლძარღვში .ხოლო რა ხდება ამ დროს უფრო შიგა მექანიზმებში————-პირუვატდეჰიდროგენაზას სისტემის მოშლის ან დაქვეითების გამო , ღვიძლში ჟანგვითი პროცესები ფიზიოლოგიური ნორმებიდან გადაიხრება. პიდუვატიდან აცეტილკოენზიმ a—–ს ნაცვლად გამოიყოფა ჭარბი ლაქტატი, რაც იწვევს თავის შემაწუხებელ შაკიკურ ტკივილებს .ა ნუ გამოიკვეთება ლაქტატაციდოზის პიკი. პირუვატდეჰიდროგენაზას ფერმენტული კომპლექსის დეფექტური გამოვლინება დადგენილია, რომ გამოწვეულია გენის მუტაციით. მეცნიერული შესწავლით, პირუვატდეჰიდროგენაზას ფერმენტული სისტემა რამდენიმე ერთეულისგან შედგება. მათგან ერთის ნაკლებობა ან დეფექტურობა იწვევს ლაქტატაციდოზს და საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას. ამ ყველაფერში დამნაშავეა და მთავარი მიზეზია შაქრის დაჟანგვის დაზიანებული პროცესი .რადგან, ყველა სამედიცინო ბიოქიმიური ფიზიოლოგიური კვლევებით საბოლოოდ დადგენილია, რომ ტვინის კვება ხდება მხოლოდ, გლუკოზის ანუ შაქრის ადექვატური დაჟანგვის დროს. მედიცინის აქსიომაა———-ტვინი რომ ჯანმრთელი იყოს და შესაბამისად მთელი ორგანიზმი, შაქარი უნდა დაიჟანგოს სწორად. ტვინის ამ მომენტს კიდევ უფრო ღრმა ბიოქიმიური მექანიზმი ახლავს. იგივე მექანიზმი მიდის პერიოდული, თავის, ყველა შემაწუხებელი არაშაკიკური ტკივილის დროს. ორივე შემთხვეავში ღვიძლის ინტოქსიკაცია და ნაწლავის დიზბაქტერიოზის ფონია ჰორმონალური დისონანსის ფონზე. როცა კლასიკური შაკიკია, მისი ძირეული მიზეზი პერსისიტული ოვალური ღია ხვრელი ან გულის სხვა დეფექტია. ამიტომ ძალზე პრიმიტიულია განცხადება, რომ ———-შაკიკი მხოლოდ ნევროლოგიური დაავადებაა, რაც ზოგი პირადი რეკლამის დროს კეთდება. ყველაზე ხშირი და არასასურველი ფაქტორია შაკიკის დროს—– არასწორი სამედიცინო დახმარება. მიუხედავად ტკივილგამაყუჩებლების და ანტისპაზმურებისა ადამიანებს ტკივილი უგრძელდებათ მანამ, სანამ ლაქტატის ზეჭარბი რაოდენობა კლებას არ დაიწყებს . ამიტომ ,დასაწყისშივე სწორი სტრატეგია ლაქტატის განეიტრალებაა. მედიცინა ძალიან მხიარული და მარტივი მეცნიერება იქნებოდა, ლაქტატის დაწევა პირდაპირ რომ შეიძლებოდეს ერთი წამლით. ისევე როგორც ზოგს სამწუხაროდ ჰგონია , რომ მარტო სტატინით ქოლესტერინის დაბალანსება შეიძლება. თუმცა კი შეიძლება, მაგრამ, დროებით და ზედაპირულად. სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი-სწორედ ლაქტატაციდოზია————- აგრესიული , ქრონიკულად ჭარბი ქოლესტერინის შედეგად ,თრომბირების გააგრესიულების მთავარი და აუცილებელი ფონი. ოქროს წამლებით რომ ებრძოლო ჭარბ ქოლესტერინს, ფესვში არასოდეს დარეგულირდება ლაქტატაციდოზის დაბალანსების გარეშე. როგორც ვთქვი , ამ პროცესებს ,პარალელურად კიდევ უფრო ღრმა ბიოქიმიური მექანიზმი გასდევს . ლაქტატის სიმძაფრის შენელების შემდეგ, სწორედ ის მექანიზმი ახანგრძლივებს შაკიკიურ თავის ტკივილს. იგივე მექანიზმია მთავარი დამნაშავე, არაშაკიკური, ძლიერი თავის ტკივილების დროს. ამ მექანიზმს მაგისტრალური ხაზი ყველაში ერთი აქვს . მაგრამ, გამომდინარე ,ინდივიდუალური ფიზიოლოგიური სტატუსიდან, ტკივილი საბოლოოდ ყველა პაციენტში სპეციფიკური მიდგომით მოიხსნება. იმის მიხედვით, ვის როგორი დარღვევები აქვს თავ-ზურგ-ტვინის ლიქვორის სისტემაში . მას კლასიკურ მედიცინაში შემოკლებით , ინიციალებით ბი ბი ბის ვუწოდებთ. მის სტატუსზეა აწყობილი ————-ტინიტუსიც, გულისრევის შეგრძნებაც, თავბრუხვევაც, წნევაც და ბევრი ტიპის დისკომფორტი. მაგალითად, წნევას თავისი ჰორმონალური და სხვა მექანიზმები აქვს. ხარ წნევით დაავადებული, მაგრამ წნევის აწევის პრეცენდენტი, მხოლოდ გარკვეულ ზოგ ვითარებაში აღგენიშნება და არა ყოველთვის. წნევის კონკრეტული აწევა პირდაპირაა დამოკიდებული ბი ბი ბი -ს არსებულ შეცვლილ სტატუსზე. გამომდინარე აქედან, თუ ადამიანს შაკიკი რამდენიმე დღე უგრძელდება, ის მის პირად ექიმს შეუძლია უმოკლეს საათში მოხსნას. მაგრამ, როგორც ვთქვი ეს ინდივიდუალურია და ექიმმა ამ პაციენტის ყველა ფიზიოლოგიური სპეციფიკური დეტალი უნდა იცოდეს. მხოლოდ ერთს გეტყვით———მოერიდეთ ამ დროს ანტისპაზმურების გამოყენებას . სისხლძარღვი, სადაც ამ დროს პარადოქსული ემბოლაა გაჩხერილი, იმდენად გაფაშრებულია, რომ შეიძლება ჩაღვრა მოხდეს სისხლდენის ფონზე. სწორედ მექანიზმის ამ შტრიხის გათვალისწინებით იკრძალება , თანამედროვე კლასიკურ მედიცინაში გულის შეტევის დროს ნოშპის გამოყენება . ბოლო ეტაპზე მწვავე ინფარქტის და ჰემორაგიული ინსულტის მექანიზმებში ბევრი რამ მსგავსია.
ლაქტატის განეიტრალების სწორი მკურნალობაა-შემდეგში ამ მექანიზმების გამოსწორება. დაზიანებული ბიოქიმიური რეაქციების გასწორებით. ერთი მძლავრი ფაქტორი , რაც ღვიძლს ჩუმად, ლატენტურად ,მაგრამ მიზანმიმართულად აზიანებს და შლის დაურეგულირებელი შაკიკია .ასევე პირიქით , შაკიკის ფონზე ინსულტები, სწორედ დაზიანებული ღვიძლის გავლენითაა. შაკიკის თემაზე სხვა სტატიაში მაპროვოცირებელ ფაქტორებზე ვისაუბრე. ცდების საფუძველზე ბოლო ევროპული დასკვნებით , შაკიკის შეტევას ყველაზე სწრაფად აპროვოცირებს მეტფორმინის ჯგუფის წამლები . ისინი ლაქტატის სწრაფ დარღვევებს იწვევენ. ევროპული მედიცინა მათ გამოყენებას პრედიაბეტის დროსაც აღარ ცნობს მართებულად. ადამიანი უამრავ წამალს იღებს, შაკიკის შეტევა მალე რომ დამთავრდეს . მაგრამ, ხომ არ არის შაკიკის ან თუნდაც ნებისმიერი თავის შემაწუხებელი ტკივილი , სამყაროს კანონზომიერი გონისგან, ადამიანში ჩადებული ის პოზიცია, რომელიც მას სიკვდილის საშიშროებას იმ მომენტში აცილებს? დიახ არის. იხსნის თუ არა შაკიკი ადამიანს სიკვდილის საშიშროებისგან? ———–პირველ ეტაპებზე იხსნის. შემდეგ კი ,თუ ადამიანი ამ მექანიზმებს არ დაირეგულირებს ვეღარ იხსნის. როგორც ავღნიშნე——–გლიკოლიზი გლუკოზის ანუ შაქრის უჟანგბადო, ანაერობული დაშლის მეთოდია ,რომლის შედეგია სასიცოცხლო ენერგიის მიღება. ადამიანი ჯანმრთელია მაშინ , თუ ენერგია გროვდება ჟანგბადის ნორმის დროს. გლიკოლიზის დროს ენერგია გროვდება ჟანგბადის კრიტიკული დეფიციტის ან ჟანგბადის არარასებობის პირობებში. შაკიკური ტკივილების დროს ენერგია მიიღება უჟანგბადო პირობებში. ასე გამომუშავებული ენერგიით , შაკიკიანი ინსულტისგან კი გადარჩება იმ დღეებში, მაგრამ ასეთი გზით მიღებული ენერგიით და ამ დროს გამომუშავებული რძემჟავათ ტკივილი მძაფრი ექნება. შაკიკით დაავადებული, ჯანმრთელი არ არის და ეს მდგომარეობა კიბოსწინარე პარანეოპლასტიკურ სინდრომთან გათანაბრებული ვითარებაა . ეს არის ინსულტის ან სიმსივნის მომავალი ან სიმსივნის —————–სხვა უფრო ადვილად გადასატანი დაავადებით დროში გადატანის მცდელობა ნარჩენი იმუნიტეტის მიერ. იმუნიტეტი იბრძვის, ინსულტი ან კიბო რომელიც გენეტიკაში დევს , დროებით ასე გაანეიტრალოს . მისცეს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია, თუნდაც ამ ჰიპოქსიური გზით გლიკოლიზის საშუალებით. ანუ შაკიკის შეტევა მიდის გლიკოლიზის პირობებში. ისევ გავიმეორებ——გლიკოლიზი შაქრის ანაერობული უჟანგბადო დაშლაა , რომლის დროსაც ატეეფის სინთეზი ანუ ენერგიის გამოყოფა მიტოქონდრიების გვერდის ავლით ხდება . ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი რძემჟავაა. შაკიკის წინა პერიოდში არსებული ბიოქიმიური დარღვევების ფონზე , ლაქტატაციდოზისგან ორგანიზმის კრიტიკულ პირობებში ყოფნის გამო, სხვა გზა აღარ რჩება უკიდურესად ჰიპოქსიურ ორგანიზმს თავის გადასარჩენად . გარდა იმისა, რომ საკუთარ თავში შაკიკის შეტევა განავითაროს. სავალდებულო არ არის ჰიპოქსია, მანადამაინც ,ჰაერის უკმარისობთ გამოიხატოს. ეს მაშინ ხდება ,როცა პათოლოგია მეტწილად სასუნთქ სისტემაშია. როცა ადამიანს ორგანულად უჭირს და თრომბოზული პიკი აქვს , მას სწრაფად სჭირდება ენერგია. რომ თრომბოზმა უეცარი სიკვდილი არ გამოიწვიოს. ეს ფეხზე მოსიარულე შაკიკიანი ადამიანი მძიმე ავადმყოფად არ მიიჩნევს თავს, რადგან, ქვეცნობიერად ხვდება, რომ ენერგიის შესაქმნელად ჯერ ფიზიოლოგიური რესურსები აქვს. მაგრამ, ნარჩენი, მცირე ჟანგბადის დროს ანუ ა ერობულ, ფიზიოლოგიურად სწორ პირობებში მომხდარი დაჟანგვა სწრაფი ვერ იქნება ენერგიის შექმნაში. შაკიკის შეტევამდე ამ ადამიანს, სასცოცხლო ენერგია შემცირებული აქვს ჰიპოქსიის გამო. მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ჟანგბადით შესავსებად. მაგრამ პათოლოგია და საშიშროება არ იცდის. უჟანგბადო გარემოში კი ინსულტი, კიბოს დასაწყისი ან რამე მძიმე დაავადებაა მოსალოდნელი. ამიტომ , თავის გადასარჩენად, კომპენსაციური მექანიზმი უ ჯრედში ცდილობს, სასიცოცხლო ენერგია სწრაფად მიიღოს მიტოქონდრიების გარეშე შაკიკის შეტევის გზით . რადგან, სწორი ანუ ჟანგბადოვანი ანუ აერობული გზით ენერგიის მიღებას ბევრად მეტი დრო სჭირდება. ადამიანის სასიცოცხლო ბიოქიმიას უჭირს და მოცდის შანსი აღარ აქვს. ამ შემთხვევაში ორგანიზმი იძულებითია, ანაერობულ გზას დაადგეს ამ ეტაპზე თავის გადასარჩენად . მაგრამ საერთოდ, ეს შემთხვევითი პროცესი არ არის და სხვა დროსაც ხდება სხვა ორგანოებში. მაგალითად, ანაერობულ გლიკოლიზზეა სრულად დამოკიდებული ჩონჩხის კუნთების თეთრი ბოჭკოების სიცოცხლე. ყველაზე კრიტიკულ ჰიპოქსიურ მდგომარეობაში ტვინის უჯრედებს ენერგია სჭირდებათ ,რომ ინსულტი აიცილონ. ამიტომ ხდება შაკიკის შეტევა. რომ ენერგია და შესაბამისად ჟანგბადიც სწრაფად მიიღოს ანაერობული გზით. რადგან, აერობული გზით ენერგიის მიღებას ბევრად მეტი დრო სჭირდება. გლიკოლიზი ანუ უჟანგბადო ხერხით ენერგიის მიღება შაკიკის შეტევის გზით, საჭიროა სიცოცხლისათვის , კრიტიკულ მდგომარეობამდე მისული ადამიანის გადასარჩენად, რომელმაც ვერ ჩაიტარა სწორი მკურნალობა აქამდე. შაკიკის შეტევა ამიტომ, ორგანიზმის გადასარჩენი საკომპენსაციო რეაქციაა. არასოდეს არ ვნიშნავ სუმატრიფტანებს. დაბალი რანგის მედიცინის ფონზე , ზოგ ადამიანს ეს მაღალი რანგის მკურნალობა ჰგონია. შაკიკის შეტევა იმის დასტურია, რომ ადამიანმა ვერ მიაგნო სწორი მკურნალობის გზას . სწორი მკურნალობაა ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორება და ამ გზით ღვიძლის და სხვა ორგანოების გადარჩენა . შაკიკი არცერთ ვარიანტში არ დაემართება ადამიანს თუ მას ——————- ლაქტატაციდოზი, დიზბაქტერიოზი, ჰორმონული პრობლემები და ღვიძლის ლატენტური, სერიოზული ზიანი არ აქვს. შეტევა კი ლაქტატაციდოზის კრიტიკული სტატუსია.
დიზბაქტერიოზის პრიმიტიულ დონეზე გაგებამ და დამკვიდრებამ , ჩვენში ყველაზე მეტად დააზიანა ადამიანების ჯანმრთელობა. ადამიანების უმრავლესობამ, დიზბაქტერიოზის მკურნალობად ჩათვალა, მხოლოდ, ტელევიზიებში რეკლამირებული პრეპარატები. ყველა დაავადებაში საწყისი———– დიზბაქტერიოზი და ჰორმონული პრობლემაა .თუ იმ გადასახედიდან განვჭვრეტთ , რომ ეპიფიზის უჯრედები რეცეპტორულად ნაწლავების ლორწოვანთან არის დაკავშირებული, დიზბაქტერიოზის სასიცოცხლო გაგება, ასეთ დაბალ დონემდე არ უნდა გაპრიმიტიულებულიყო. ეს ნიშნავს მედიცინის გაპრიმიტიულებას.
მეტი გაგებისათვის ისევ ავხსნი. უჟანგბადო დაჟანგვის ფონზე ანაერობულ პირობებში შაკიკური ტკივილებით სწრაფად მიღებული ატეეფით რა სარგებელი აქვს ორგანიზმს?—————-ის რომ პათოლოგიური პრობლემების თაიგულის გამო ,შაკიკის შეტევის წინ ,აურის პერიოდში, ჟანგბადის ისეთი კნინობითი მიმღებლობა აქვს უჯრედებს, რომ ატეეფის ანუ ენერგიის შექმნის უნარი მკვეთრად დაგვიანებულია . შაკიკის შეტევის დროს კი, არასწორი გზით, მაგრამ სწრაფად მიღებული ენერგია საშველია იმისთვის , რომ დროებითი იმუნიტეტი მაინც შექმნას და სიცოცხლე გააგრძელოს. არ არსებობს სამედიცინო ვარიანტი, ადამიანს შაკიკი ან შაკიკისმაგვარი თავის ტკივილები აწუხებდეს და ინსულინრეზისტენტობის უძლიერესი რღვევა არ იყოს. ინსულინრეზისტენტობის ძლიერი რღვევა ყოველთვის არ გამოიხატება ანალიზურად, ყველა პათოლოგიურ ჩარჩოდან გადასვლის გამო. ანაერობული გლიკოლიზი შაკიკის შეტევით გამოხატული , ადამიანის თავის გადასარჩენი იძულებითი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ინსულინრეზისტენტობა აღარ უჭერს ყელში უჯრედებს დასახრჩობად . საერთოდ, დარღვეული ინსულინრეზისტენტობის დროს, უჯრედის შეგრძნებები ინსულინის მიმართ ინდიფერენტულია. უჯრედების რეცეპტორები ვერ აღიქვამენ ინსულინის მისვლას უჯრედში. ინსულინი კი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მაცნეა. უჯრედის შეგრძნების დაჩლუნგება ინსულინის მიმართ დიდხანს რომ გრძელდება, შემდეგ სუქდება ადამიანი ან ემართება დიაბეტი ან სხვა შემაწუხებელი დაავადებები. შაკიკის შეტევის წინ———- უჯრედს შია, იფიტება შაქრის ანუ გლუკოზის ნაკლებობით, მაგრამ რეცეპტორები დასახმარებლად მოსულ ინსულინს სულ ვერ გრძნობენ . შაკიკის დროს სწორედ ამიტომ ჩაერთვება ანაერობული გლიკოლიზი, რომ კვდომამდე მისული უჯრედი ჟანგბადით და ენერგიით გამოკვებოს და ბოლომდე გამოფიტვას გადაარჩინოს . ამ ვითარებაში ,შაკიკიანი ადამიანის უჯრედი რომ არ მოკვდეს ან ინსულტი არ დაემართოს, სასიცოცხლოდ საჭიროა გლუკოზის სისხლიდან ამოსაქაჩად—– რეცეპტორების მგრძნობელობის დროებითი ამაღლება მაინც. ორგანიზმში ჩადებული კოსმიური გონი ან თუ გნებავთ მას ღმერთისგან მეთვალყურე უწოდეთ ანუ ისევე აღიქვით ის , როგორც თანამედროვე მსოფლიო მედიცინის ყველაზე ავტორიტეტული , მეცნიერები ხსნიან და აღიქვამენ მას ———–ადამიანის ეპიფიზში ღმერთის მიერ ჩასაფრებულ სიცოცხლის მეთვალყურედ —————– ჩართავს ანაერობულ პროცესს შაკიკის შეტევის სახით ,ადამიანის სიცოცხლის დროებით დამცველად. მე ეს მოვლენა ,მხოლოდ სამყაროს კანონზომიერი ბალანსის შემადგენელ ნაწილად მიმაჩნია. ნორმალური ადამიანები ყველაფერ კეთილგონიერს , ღმერთის ტოლფას სიკეთედ მიიჩნევენ. ჯამში, ანაერობულ პირობებში მიმდინარე გლიკოლიზის დროს ანუ შაკიკის შეტევის დროს, ინსულინრეზისტენტობა დროებით სწორდება. ეს დადასტურებულია მეცნიერულად. მგრძნობელობა დროებით იმატებს და ჭარბი ინსულინი აღარ არის საჭირო. პანკრეასი ფაქტიურად ისვენებს. პანკრეასის ყოველი შვება ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია ნებისმიერი პათოლოგიის დროს. კლასიკური მსოფლიო მედიცინის აზროვნების სპექტრში არ არსებობს იმის პრეცენდენტი, შაკიკით დაავადებულს ———————-ნაღვლის ბუშტის პრობლემა არ ჰქონდეს, რაც თავისთავად, ღვიძლის და პანკრეასის დაზიანებაა . მიუხედავად იმისა, ჩვენს პირობებში, აქვს თუ არა მას პრეზენტირებული ეს დიაგნოზები. დამწყები ექიმი თუ გონიერია და ალღო არ ღალატობს, ამ ტექსტის შემდეგ მიხვდება, როგორ დაეხმაროს შაკიკის დროს პაციენტს ტკივილებიდან ძალიან ადრე , უმოკლეს დროში გამოსახსნელად. შაკიკის შემთხვევაში ანაერობული, უჟანგბადო სუნთქვა რატომ გამოვიდა შედეგიანი? შაკიკის წინა პერიოდის არსებული მექანიზმები იწვევს ძლიერ , თითქმის სასიკვდილო ჰიპოქსიას. დაბალი ჟანგბადის დროს კი უჯრედები კვდებიან. უჟანგბადო გარემო და მისი ბინადარი ბაქტერიებიც მკვლელებია. ხოლო შაკიკის დროს განვითარებული ანაერობული პროცესის დროს ატეეფი ანუ ენერგია სწრაფად მიიღება და უჯრედი სუნთქვის შესაძლებლობას მალე იძენს. ატეეფი ანუ ენერგია სწრაფად მიიღება, ფიზიოლოგიური უჯრედული სუნთქვა გარკვეული პერიოდით სწორდება . უჯრედი ფიზიკურ ენერგიას იღებს, ეპიფიზი კი სულიერს. ადამიანს შაკიკის შეტევა უჭირს განსაკუთრებით ამიტომ——-შაკიკის აურის ანუ წინა პერიოდში სისხლი ისე სქელდება და იმღვრევა, აჭრილ რძეს ემსგავსება. უფორმო თრომბის ზეწოლა სისხლძარღვზე განსაკუთრებით მტკივნეულია. სწორედ აქ იმალება რძემჟავას აგრესიული მავნეობის გამოხატულება.
გლიკოლიზის ანუ გლუკოზის უჟანგბადო დაშლის დროს სწრაფად მიიღება ენერგია. ენერგიის ფონზე მეტი ჟანგბადი ეწოდება სისხლს. მეტი ჟანგბადი—————— ნაკლებ ტკივილს და ნაკლებ თრომბს ნიშნავს—————– ეს წინადადება ყველა დაავადების მთავარი მექანიზმია. გლიკოლიზი რომ მთავრდება რძემჟავა მიიღება. შაკიკის ტკივილი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ტვინის უჯრედები ინსულტისგან რეალურად გადარჩენილია. ამ ტექსტიდან არაექიმიც კი მიხვდება, რომ სუმატრიფტანებით შაკიკს ვერ მოირჩენ. მხოლოდ სურათს მიმალავ და ლატენტურ ნაღმს დაიტოვებ. შაკიკის მკურნალობა—————ჰორმონალური ბალანსის აღდგენიდან, დიზბაქტერიოზის და ღვიძლის მკურნალობიდან, დაღვეული ინსულინრეზისტენტობის მკურნალობიდან , ლაქტატაციდოზის კომპენსირებიდან და დაზიანებულ ღვიძლში მოშლილი ბიოქიმიური პროცესების გამოსწორებიდან იწყება. შაკიკის დროს ღვიძლში, 80 პროცენტში სტატისტიკურად არის ფარული ან ღია ჰემანგიომა. თუ ღვიძლის მკურნალობის დროს ისეთი მიდგომა იქნება, რომ ვიტყვით-ეს არაფერია და თუ უფრო გაიზრდება ქირურგი ამოჭრისო, მაშინ შაკიკი არასოდეს არ მორჩება და ადამიანს დიდი შანსი აქვს სიცოცხლე, რაღაც დროში აუცილებლად ინსულტით დაამთავროს. თუნდაც 80 წლის ასაკში ოღონდ——– აუცილებლად ინსულტით. ან ღვიძლის მარტო 4 ფუნქციით თუ განვჭვრეტთ მოვლენებს , ღვიძლის რეალურად ათეულობით ფუნქციების ფონზე და არ ჩავეჭიდებით ამ დროს დეგრადირებულ თიროზინკინაზას , როცა ღვიძლი, ფიზიოლოგიაში თიროზინის საწყობად ითვლება ———-ვერც ღვიძლი და ვერც შაკიკი ვერასოდეს ვერ მორჩება.
კისტა, ფიბრომა, მასტოპათია, კენჭი, ცისტა, მიომა და ასეთი წარმონაქმნები რეალურ მედიცინაში პირველ ეტაპზე ოპერაციებს მაშინვე არ უნდა დაექვემდებარონ. ისინი სამყაროდან ორგანიზმებში ჩადებული საკომპენსაციო , გამაფრთხილებელი მექანიზმებია, რომლებიც გვეუბნებან,რომ ორგანიზმს უკიდურესად უჭირს და მოშლილ ბიოქიმიას და ამინომჟავების დარღვეულ ბალანსს შეცვლა და დახმარება სჭირდება. ყოველი ასეთი წარმონაქმნი, შესაბამისი ამინომჟავის ან მათი კომბინაციის ცვლის დარღვევაა. ისინი ასიგნალებენ სიმსივნის დასაწყისებზე. მაგალითად, კონკრემენტების დაშლა თირკმლებში და ნაღვლის ბუშ ტშიც ამ ეტაპებზე უკვე, კლასიკურად შესაძლებელია, ბიოქიმიური მექანიზმების ცოდნით. ამ დროს ბიოქიმური გზის მართვა რომ სწორი გზაა , ამის დასტური არის აპარატული დაშლის შემდეგ , თირკმლებში კენჭების ისევ ჩალაგება.
რა აქვს საერთო შაკიკს, ქრ რინიტს და ნამგლისებურ ანემიას? ანაერობული ანუ უჟანგბადო სუნთქვის მომენტი—– ნამდვლად არა. საერთო აქვთ ის, რომ სამივეს დროს, ნორმიდან გადახრილი ციტოკინების—– ცისტეინური ლეიკოტრიენების დიდი სიჭარბეა და ამიტომ გამოირჩევიან აგრესიული მიმდინარეობით და ადამიანების დამზიანებელი შედეგებიოთ. .ამ სტატიაში სამივე ეს თემა მოექცა , მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის დროებით გადამრჩენი, საკომპენსაციო მექანიზმის ფლობის გამო. ქრ რინიტის ყოველი გამწვავება , ყოველი პრეცენდენტი ცხვირის გაჭედვის, ესაა——– დამცველობითი რეაქცია, როცა გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრიენები სუნთქვის შეზღუდვისას ადამიანის დამხმარედ მოქმედებენ . სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსებიდან წამოსული ექსუდატი, რომელმაც ცხვირი მოცემულ მომენტში გაჭედა, ეს არის გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრიენების ნაწილის განეიტრალება ორგანიზმიდან, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ფილტვის და სხვა ორგანოების დაზიანებაში; ალფა 1 ანტიტრიფსინისა და სხვა სასიცოცხლო ფერმენტების დეგრადირებაში. ამიტომ არის რინიტის მკურნალობა პრიმიტული, მხოლოდ ანტიბიოტიკით და ინჰალატორით. მკურნალობა უნდა იყოს მიმართული ,არა გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრინების ერთი მცირე ნაკადის დამუხრუჭებაზე, არამედ მათი გადახრის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე. ორგანიზმში დარჩენილი და გაუნეტრალებელი ნაკადი გადახრილი ლეიკოტრიენების , მძიმედ დამზიანებელია შინაგანი ორგანოების.
ასევე ნამგლისებური ანემია გვიცავს მალარიისგან და სხვა რამდენიმე მძიმე ინფექციური დაავადებებისგან. ერითროციტები , რომლებიც ატიპური ჰემოგლობინისგან შედგებიან ნამგლისებური ფორმის არიან. ევროპელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ცილა——-ჰემოგლობინის ამინომჟავეური გრაფიკები ს ვარიანტები ნამგლისებური ანემიის დროს. .ჰემოგლობინი , ნორმალურ და და ნამგლისებური ანემიის დროს განსხვავდა ერთი ამინომჟვანით. საერთოდ, ცილა -ჰემოგლობინი 600 მდე ამინომჟავისგან შედგება. ნამგლისებრი ანემიის დროს ამინომჟავა -გლუტამინის მაგივრად ჩანაცვლებულია —–ამინომჟავა ვალინი. ვალინს არ უყვარს წყალი. ანუ ხსნადობა აქვს ძალიან დაბალი. ამიტომ ის ჰემოგლონბინში , ადვილად შემწებებელ უბნებს წარმოქმნის. ისეთი იუველირული ჩანაცვლებაა, სულ მკრეხელი რომ იყოს ადამანი, უფლის ხელის ჩარევაზე მაინც გაიფიქრებს. ნამგლისებურ ერითროციტებში, ჰემოგლობინის მოლეკულკები ერთმანეთს ეკვრიან. ყველაზე ძლიერი ინფექციების, მათ შორის მალარიის გამომწვევები ასეთ ერითროციტებში ვერ აღწევენ .სართოდ ,ნამგლისებური ანემია, რა თქმა უნდა არასასურველია. მის ფონზე ჟანგბადი დაბალია. რადგან, ჰემოგლობინს დასუსტებული აქვს ჟანგბადის გადაზიდვის უნარი .მაგრამ, ბუნება იმ მომენტში ჩართავს ამ პათოლოგიას, როცა ადამიანისთვის კონკრეტული ინფექციის აცილების აუცილებელი საჭიროებაა. ეს მეცნიერთა ბევრი დაკვირვებით დადასტურებულია.
განხილულების მსგავს ფაქტორს მიეკუთვნება, ასევე,ის რაც უკვე აღვნიშნე ტექსტში———- როცა კუნთი დატვირთვის დროს, მინიმალური ჟანგბადის პირობებში ქმნის ატეეფს რძემჟავას დუღილის გზით.
ასეთი მაგალითები მედიცინაში უამრავია. ორი წინადადებით ვიტყვი მასიურ დიდ პრობლემაზე—— ტინიტუსზე . ტინიტუსის დროს , როცა ყურებში ხმაურია, ადამიანს ყველაზე მეტი სისტემა აქვს მორყეული სხვა დაავადებებთან შედარებით . მწყობრიდან მთლიანადაა გამოსული გულ-სისხლძარღვთა სისტემა, როგორც ფიზიკურად——-ტექნიკური დეფექტებით ისე ბიოქიმიურად. აღარ არის საუბარი არეულ ლაქტატაციდოზზე ,ინსულინრეზისტენტობის და ჰორმონალური ვითარების პიკურ მოშლაზე. მაგრამ , ტინიტუსის ხმის გაძლიერება კონკრეტულ მომენტში სასიცოცხლოა. ის მიგანიშნებს, რომ ბი ბი ბი ში —–ჰემატოენცეფალურ ბარიერში ანუ თავის და ზურგის ტვინის კვებაში და საერთოდ ადამიანის ნევროლოგიურ წონასწორობაში ტოქსინური სიჭარბეა. რის გამოც ხმის გაძლიერების მომენტში შეცვლილია როგორც ქალასშიდა წნევა ისე არტერიული. პაციენტმა შეიძლება გითხრას———– წნევა ნორმაში მაქვსო. მაგრამ, სწორედ ეს არის უბედურების ერთი მთავარი ბაზისი. როცა————————- არტერიებს და სისხლძარღვებს დრეკადობა დაკარგული აქვთ, დეენემი დამახინჯებულია , ცილოვანი და ამინომჟავერი ცვლა მოშლილია. არტერიების კედლების კუნთოვანი შრეების ფორმის ცილოვანი რღვევებია, უამრავი ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური მოშლაა ფერმენტაციული პროცესების, ჰიპოქსია პიკშია, თირკმელზედა ჯირკვლის და სხვა კარდინალური ჯირკვლების ჰორმონებს აზროვნება დაბინდული აქვთ და სხვა კიდევ ასეთი ბევრი რღვევებია———————მაშინ აპარატზე ზუსტი წნევა არ გამოიხატება. ზუსტი წნევის დაფიქსირებას ამ დროს ძალიან გამოცდილი ექიმი სჭირდება. არავინ თქვას ტინიტუსის ხმის პერიოდული გაძლიერება არ ხდება და ხმა ყოველთვის ძლიერად მაქვსო. ადამიანი, გამომდინარე ამ და სხვა პათოლოგიური ფიზიოლოგიური ძვრებისგან, ქრონიკულ მაქსიმალურ ხმას ვერ გადაიტანდა . ხმის მატება კი მიგანიშნებს , რომ წნევა ამ დროს შეცვლილია მაღალი ან დაბალი მიმართულებით და თავ ს მეტი სიცოცხლისათვის აკადემიურად უნდა უშველო, მექანიზმებზე გათვლილი მკურნალობით. თუ სწორი, სასიცოცხლო მეთვალყურეობის ქვეშ არ ხართ , ვითარების შესაფასებლად და თავის საშველად იმას მაინც დააკვირდით, ტინიტუსის ხმის გაძლიერების წინ რა შეჭამეთ და ასეთი მომენტები აღრიცხეთ. რადგან , როგორც ყველაფერს, ამ ფაქტორსაც დიზბაქტერიოზის ფონი აქვს.
ლაქტატს ორგანიზმი თავის დასაცავად და კრიტიკულ მომენტში სიცოცხლის საკომპენსაციოდ და გადასარჩენად ქმნის. ლაქტატის იძულებითი შექმნით სამყაროს გონი აფრთხილებს პიროვნებასაც და ექიმსაც, რომ ორგანოზმს უჭირს და ასე სიცოცხლის გაგრძელება დიდხანს არ შეუძლია. ამას მკვეთრა დ გაგრძნობინებს——– ან კუჭს აგატკენს ან წნევას აწევს ან თავს აგატკენს ან გულს აგირევს ან ტინიტუსს გააძლიერებს და სხვა უამრავი ჩივილით გამოხატავს. სიმჟავისგან ატკენილ კუჭს ომეპრაზოლების გრძელი კურსით არ უნდა გამოუცხადო ბრძოლა გარეგნული კვალის წასაშლელად . მექანიზმების ცოდნის ფონზე ადამიანების ჯანმრთელობის რეალური გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია.
მარინა ტოტოჩავა