როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, – ამის შესახებ „ქრონიკას” რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მიერ Spiegel-თვის მიცემულ ინტერვიუზე.
„როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა. ეს ინტერვიუ ორი მიმართულებით არის: ერთი, ის აშანტაჟებს იმ ადამიანებს, ვინც მის ზურგს უკან დგას და ამ ინტერვიუთი აგრძნობინებს, რომ შესაძლოა, პირი დააღოს და ძალიან ბევრი ადამიანი გაერევა ამ უბედურებაში, ამ სამარცხვინო ქმედებაში, რომელსაც ადგილი აქვს. ეს ხალხი არ არის მარტო უკრაინაში, ეს ხალხი არის აშშ-ში, ბრიუსელში, მოსკოვში”, – განაცხადა ხაინდრავამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.